სპეციალურად ძაღლებისთვის შექმნილი ავიაკომპანიის შემდგომ ვიგებთ, რომ ძაღლებისთვის სახმელეთო გადაადგილებაც უფრო კომფორტული შეიძლება, გახდეს. Genesis X Dog Concept ელექტრო GV70-ისთვის შეიქმნა. ამ უკანასკნელზე კი იმიტომ შეაჯერეს არჩევანი, რომ ლინკოლნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ძაღლები ნაკლებად ხმაურიანი გადაადგილების გამო მეტად მშვიდად გრძნობენ თავს ელექტრომობილებში. ამგვარად, სრულიად შეიცვალა მანქანის შიდა ინტერიერიც და იგი ძაღლებზე მაქსიმალურად მორგებული გახდა.
ჩაშენებული საშხაპე და თმის საშრომიც კი აქვს… მეტიც, განწყობის შესაქმნელად ინტერიერის განათება 100 ფერშია შესაძლებელი, ლურჯი და იასამნისფერი ტონებით, რომლებსაც, როგორც ცნობილია, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დანარჩენი თავად ნახეთ:
თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ეს ჯერ მხოლოდ კონცეფციაა…