დღეისათვის ალცჰაიმერი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის შეჩერებასაც არაერთი ექსპერიმენტული პრეპარატით ცდილობენ. ერთ კოლუმბიელ მამაკაცს კი ერთგვარი ბუნებრივი დამცავი მექანიზმი აღმოაჩნდა — კერძოდ, მის ორგანიზმში გენეტიკური მუტაცია დაფიქსირდა, რომელმაც ალცჰაიმერის სიმპტომებისგან დაიცვა.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მამაკაცის ოჯახის წევრებს აღნიშნული დაავადება ადრეულ ასაკში უვლინდებოდათ. ხოლო პაციენტს კოგნიტიური პრობლემები 67 წლამდე არ შეჰქმნია — მაშინაც ყველაფერი მხოლოდ მსუბუქი ფორმებით გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ტვინში ალცჰაიმერი დაავადების თვალსაჩინო ნიშნები იყო.
მეცნიერი ფრანსისკო ლოპერა 40-ზე მეტი წლის განმავლობაში შეისწავლიდა ალცჰაიმერს. სწორედ მან დაადგინა, რომ ზემოხსენებულ პაციენტს ე. წ. პაისას სახელით ცნობილ მუტაციასთან ერთად, მეორე სახის მუტაციაც ჰქონდა, რომელიც რილინთან დაკავშირებულ გენში მიმდინარეობდა. ეს ცილა შიზოფრენიისა და აუტიზმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. როგორც გაირკვა, პაისას მაღალი დონე და რილინის სისუსტე ორგანიზმს ალცჰაიმერისგან იცავს.
საგულისხმოა, რომ ანალოგიური მუტაცია მამაკაცის დასაც აღმოაჩნდა, მაგრამ ალცჰაიმერის სიმპტომები მაინც ნაადრევად გამოუვლინდა. ამის სავარაუდო მიზეზად კი თავის ტრავმას ასახელებენ.