in

ქეის სთადი: როგორ მიიქცია ჟენევის ოპერამ ახალგაზრდა თაობის ყურადღება [ვიდეო]

140-წლიან ისტორიაში პირველად, ჟენევის ოპერამ სრულიად გადაიაზრა ოპერის მნიშვნელობა

ჟენევის ოპერამ უფრო ახალგაზრდა სეგმენტის მოზიდვა და ტრადიციული სტერეოტიპების დამსხვრევა გადაწყვიტა. პირველად, ოპერის 140-წლიანი ისტორიის მანძილზე, შეიქმნა ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც მთელი შენობის განახლებასა და გათანამედროვებას გულისხმობდა. ეს შესანიშნავი საშუალება იყო შეეცვალათ მილენიალებისა და ზეტ თაობის შეხედულება ოპერაზე. პროექტის Ink-redible Sneakers ფარგლებში, უჩვეულო მოსაწვევი მოიფიქრეს. ოპერის რეკვიზიტებიდან დაამზადეს უნიკალური მელანი, რომელიც სიძველისა და ისტორიის ერთგვარი სიმბოლო აღმოჩნდა. შექმნეს ფეხსაცმლის ათობით ყუთი და ისინი წამყვან რედაქტორებსა და ინფლუენსერებს გაუგზავნეს. ყუთები ცარიელი იყო. მიმღებს უნდა გამოეგზავნა ინფორმაცია ფეხსაცმლის ზომის შესახებ და განახლებული ოპერის გახსნის მოსაწვევის ნაცვლად, ბოტასი მიეღო. Ink-redible Sneakers-ის დახმარებით, ერთი მხრივ, შენარჩუნდა ოპერის ისტორია და ღირებულება, მეორე მხრივ კი, ახალ თაობას შეუძღვა კულტურის ამ სფეროში. კამპანიაზე სააგენტო Havas-მა იმუშავა.

Google Earth-მა Timelapse-ით გვიჩვენა, როგორ შეიცვალა დედამიწა 1984 წლიდან დღემდე

ახალი კვლევა – დედამიწის მხოლოდ 3 პროცენტია ხელუხლებელი!