Genially ინტერაქციული სურათების, გრაფიკისა და პრეზენტაციების შესაქმნელი პლატფორმაა, რომელიც კრეატორებს იდეების სწრაფად განხორციელებასა თუ ვიზუალიზაციაში ეხმარება.
როგორ უნდა გამოიყენოთ?
- დაიწყეთ იმ სურათის ტიპის არჩევით, რომლის შექმნაც გსურთ.
- შეარჩიეთ ერთ-ერთი შაბლონი სხვადასხვა კატეგორიიდან ან უბრალოდ სუფთა ფურცლით დაიწყეთ. შემდეგ კი ნებისმიერი მორგებული ფოტო ან გრაფიკა ატვირთეთ ან Genially-ის ბიბლიოთეკას გადაავლეთ თვალი. ასევე, შესაძლებელია ტექსტის, ფორმებისა და სხვა რესურსების დამატება.
- აირჩიეთ რამდენიმე დამატებითი ბმული ან ინფორმაცია, რომელიც თქვენს კონტენტს უფრო მრავალფეროვან გამოცდილებად აქცევს — მაგალითად, YouTube ვიდეო, დამხმარე ინფორმაცია ვიკიპედიიდან ან სოციალური ქსელების გვერდები. ან, უბრალოდ დაამატეთ მოკლე განმარტებითი ტექსტი.
- ტექსტის ან ბმულების დამატების შემდეგ, შეგიძლიათ, სურვილისამებრ შეუცვალოთ განლაგება და თემატური აიკონები მოარგოთ.
ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ გასაზიარებელი ბმულით შეძლებთ ფოტოს ინტერნეტში განთავსებას ან ვინმესთვის გაგზავნას. მთლიანობაში, ეს არის მარტივი, სწრაფი და უფასო გზა ინტერაქციული გრაფიკის შესაქმნელად, ყოველგვარი კოდის ან ტექნიკური ცოდნის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ Genially-ის გამოყენება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი, შეუზღუდავი რაოდენობის სურათების შესაქმნელად. პრემიუმ გეგმები კი, წლიურად $90-ის ღირებულებით, დამატებით ფუნქციებს გთავაზობთ, როგორიცაა პრემიუმ შაბლონები, კონფიდენციალურობის კონტროლი და ჩამოსატვირთი PDF ფაილები.