in

3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამაზე მიღება გრძელდება!

3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა გრძელდება. ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას აგრძელებს.

7 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე 45 მიმართულებით –  პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, Game/Mobile development, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, ვირტუალიზაცია და სხვა.

გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს პროდაქტ მენეჯმენტში და ფრილანსერობაში, რათა შეიძინოს საჭირო უნარები და შეძლოს იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს რეალურ პროექტებზე მუშაობას. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად. თბილისის კომუნიკაციის სკოლა ჩართული იქნება მონაწილეთა შერჩევის, მხარდაჭერისა და კურსების მენეჯმენტის ნაწილში, ისევე როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში.

პირველი ნაკადის მიღება 2020 წლის ნოემბერში გამოცხადდა და თავდაპირველად 500-ზე მეტი IT სპეციალისტი გადამზადდა, რომელთა უმრავლესობამ (70%) შეძლო წარმატებით ჩაებარებინა საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა და მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება.

ტრენინგზე რეგისტრაციას ნებისმიერი მსურველი შეძლებს ვებგვერდზე: www.ict.gov.ge

 

[R]

Pac-Man Community თამაშს Facebook-ზე ვიხილავთ!

მსოფლიოში პირველი საავტომობილო/სარკინიგზო სამგზავრო ავტობუსი შეიქმნა!