in ,

„გენიოსობანა“ – მარი ნაკანი / Spotlight 2016

Spotlight-ი – პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება – არის ადგილი, სადაც ქართველი პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ სფეროში მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ. 2016 წლის Spotlight-ის ერთ-ერთი სპიკერი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანია, რომელიც საკუთარ ისტორიაზე დაყრდნობით და ბაბუის „გემებიანი კარაქიანი პურის“ ამბით, გვიყვება, როგორ შეიძლება, მიუდგე პრობლემებს სხვა კუთხით, რა მნიშვნელობა აქვს სტუდენტებთან განსხვავებულ მიდგომას, რა საშუალებებს იყენებს იმისთვის, რომ მათ კომპლექსები, ავტორიტეტების შიშები დააძლევინოს და ბარიერები გადაალახვინოს. ამას კი ახერხებს თამაშით – „გენიოსობანა“: ფურცლებზე წერს გენიოსი ფოტოგრაფების სახელებს და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ანაწილებს ბილეთებს სტუდენტებში. ერთი კვირის შემდეგ, სტუდენტი იმ ფოტოგრაფის ბიოგრაფიას ყვება, რომელიც შეხვდა, ოღონდ პირველ პირში.

ამ დროს, პარალელურად, ეკრანზე გადის ფოტოგრაფის 30 ნაშრომი, აქედან 29 არის, ვთქვათ, ცნობილი ვივიან საზენის ფოტოები, ხოლო 1 – სტუდენტის მიერ, იმ სტილისა და ტექნიკის მიხედვით გადაღებული ფოტო, ვის ბიოგრაფიასაც ყვება.

შემდეგი თამაში არის „ანბანის“ სწავლა. მთელ ჯგუფს ურიგებს ასო-ბგერებს, დავალების მიხედვით კი, სტუდენტებმა უნდა გამოხატონ, რისი თქმა სურს თითოეულ ასოს. ამ შემთხვევაში, სტუდენტები თავისუფლები არიან და აღარავის ბაძავენ ტექნიკასა თუ სტილში.

„ანბანი მე მათ, მგონი, რომ ვასწავლე. ახლა დადგა ჯერი, რომ მათ უკვე გამოხატონ თავიანთი სათქმელი. სათქმელი რა არის, თვითონ უნდა გადაწყვიტონ“ – მარი ნაკანი.


Spotlight-ი პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით შეიქმნა. პროექტის მიზანია, ახალი სივრცის შექმნით, საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი ბიზნეს სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა.

#მოიარესაქართველო! – გალფის კამპანია მოგზაურობის მხარდასაჭერად

რა იცი, ვინ იქნები შემდეგ ცხოვრებაში? დატკბი მომენტით ახლა! – McDonald’s-ის კამპანია