ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯინო“ ინდოეთის მეათე საერთაშორისო საბავშვო ფილმის ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა და გახდა 2018 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი! „ჯინო” 3D მოკლემეტრაჟიანი ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და დავით კიკნაველიძის ავტორობით შეიქმნა. ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო, იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/genoanimation/videos/828912207209740/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
როგორია „ჯინოს“ მნიშვნელობა ქართული ანიმაციური ინდუსტრიისთვის და როგორ ქმნიდა დავით კიკნაველიძე 3D ანიმაციას? გთავაზობთ ვიდეოინტერვიუს ანიმატორ დავით კიკნაველიძესთან, რომელიც ერთი წლის წინ ჩავწერეთ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი პრიზი „ჯინოსთვის“, მას, მრავალფეროვანი საფესტივალო ცხოვრების შედეგად და სხვა ჯილდოებთან ერთად, მოპოვებული აქვს ამერიკის „პალმ სპრინგსის“ საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის საუკეთესო 3D სათავგადასავლო ანიმაციური ფილმის ტიტულიც.