in

როგორია ნამდვილი ჯენტლმენის სუნამო? – Givenchy-ს ენერგიული ვიდეორგოლი

BOG
BOG

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დახვეწილმა მოდის სახლმა Givenchy თავისი სუნამოსთვის, რომელიც მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი, ისეთივე მიმზიდველი სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, როგორიც თავად პროდუქტის არომატია. Gentleman-ისთვის მომზადებულ ვიდეოში სიმპატიური ჯენტლმენის როლს მსახიობი აარონ ტეილორ ჯონსონი იღებს, ის სწორედ იმ ახალგაზრდა თანამედროვე მამაკაცს განასახიერებს, რომელმაც თავისი მიმზიდველობით, შარმით, მხიარულებით, თავისუფლებით, ამასთან ზომიერი სერიოზულობითაც შეიძლება ისეთი ლამაზი ქალბატონის გული მოიგოს, როგორიც მაგალითად ამ შემთხვევაში მოდელი ელიზაბეტ სალთიაGivenchy-ს ახალი სუნამო უკვე ოფიციალურად იყიდება და მამაკაცებსაც აქვთ შესაძლებლობა გამოსცადონ ის.

 

ბრენდმა, სარეკლამო ვიდეორგოლთან ერთად, making of-იც გაავრცელა, რაც, როგორც წესი, არანაკლებ საინტერესო სანახავია ხოლმე.

 

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის მუქარას GWP-მ სახალისო ვირუსული ვიდეორგოლით უპასუხა!

სიცოცხლე ნამდვილი გამარჯვებაა! – კამპანია #LivingIsWinning-ის ემოციური გაგრძელება