in

გენური თერაპიის მეშვეობით, 11 წლის ბიჭს სმენა აღუდგინეს

ირგვლივ არსებული ხმების გაგონება პირველად შეძლო 11 წლის ფილადელფიელმა ბიჭმა, რომელსაც გენური თერაპიის მეშვეობით სმენა აღუდგინეს. ეს პირველი მსგავსი, ინოვაციური შემთხვევაა, რაც იმედისმომცემია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გენეტიკური მუტაციების გამო სმენის პრობლემები აქვს.

„სმენის დაქვეითების გენური თერაპიით აღმოფხვრაზე დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მთელი მსოფლიოს ექიმები და მეცნიერები ამისკენ მივისწრაფოდით, ახლა კი ასეთი წარმატებული შედეგი მივიღეთ“, — აღნიშნავს ჯონ გერმილერი, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად გენური თერაპია მხოლოდ ერთი გენის პათოლოგიის გამოსასწორებლად გამოიყენეს, ამგვარ მიდგომას სხვა 150-ზე მეტ გენშიც გამოიყენებენ.

ზემოხსენებულ პაციენტზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, მისი გენური ანომალია შიდა ყურში სმენითი უჯრედებისთვის საჭირო ცილა ოტოფერლინის გამომუშავებას აფერხებდა. შედეგად, ბგერითი ვიბრაციები ქიმიურ სიგნალებად ვერ გარდაიქმნებოდა. ასეთი დარღვევა ძალიან იშვიათია და დაბადებიდანვე სმენადაქვეითებულთა მხოლოდ 1-8%-ს აღენიშნება.

მდგომარეობის გამოსასწორებლად, ექიმებმა ბიჭის ყურის დაფის აპკი აწიეს და უსაფრთხო, გენურად მოდიფიცირებული ვირუსი შეუყვანეს. საბედნიეროდ, მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა — 4 თვის თავზე კი თითქმის სრულყოფილად ესმის ყველაფერი.

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

Google Chrome-ს 3 ახალი AI ფუნქცია ემატება