in

როგორ გავაუმჯობესოთ მარკეტინგული სტრატეგია, ზეტ თაობის მიმართულებით?

ზეტ თაობის სეგმენტში, მარკეტინგი საჭიროებს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ პროდუქტის გაყიდვაა. ესაა 1996-დან 2010 წლამდე დაბადებული თაობა, რომელიც ბრენდებს ღირებულებისა და რეალურობის მიხედვით არჩევს. ეს ახალგაზრდები არიან კრეატიულები, თამამები და მრავალი ტენდენციის შემქმნელები TikTok-ზე, Instagram Reels-ზე თუ სხვა პლატფორმებზე.

ზეტ თაობა არის ახალგაზრდა, ტექნიკური მცოდნე და სოციალურად მოაზროვნე ახალგაზრდობა. ამ სეგმენტში 140 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება.

სმარტფონებთან, ინტერნეტთან და სოციალურ მედიასთან ადრეულ ასაკშივე ურთიერთობის ფონზე, ეს თაობა მეტად მიდრეკილია იყიდოს ისეთი ბრენდებისგან, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მკაფიო ღირებულებები, არიან ინკლუზიურები და ჰყავთ ძლიერი ონლაინ კომუნა.

ზეტ თაობასთან ურთიერთობისას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ისაუბროთ:

ჩამოაყალიბეთ მკაფიო ღირებულებები და მისია

ზეტ თაობა სერიოზულად ინტერესდება ამ საკითხებით:

მრავალფეროვნება: ზეტ თაობის 60% ამბობს, რომ რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნების გაზრდა საზოგადოებისთვის სასარგებლოა.

სოციალური პასუხისმგებლობა: ზეტ თაობის 70% ცდილობს შეიძინოს ისეთი კომპანიებისგან, რომლებსაც ეთიკურად მიიჩნევს.

გენდერული თანასწორობა – ზეტ თაობის ახალგაზრდები ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევენ.

იყავით გამჭვირვალე

ზეტ თაობის მარკეტინგული სტრატეგიის შემდეგი ნაბიჯი არის უზრუნველყოფა, რომ იყოთ გამჭვირვალე და აიღოთ პასუხისმგებლობა ნებისმიერ შეცდომაზე.

იცოდეთ, ზეტ თაობის ადამიანები ღრმად შეისწავლიან ბრენდის ვებგვერდს, თვალს გადაავლებენ სოციალურ მედიას და წაიკითხავენ კომენტარებსა თუ მიმოხილვებს.

კომპანიის შიდა კულტურა მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ თუკი ღირებულებებს ყურადღებას აქცევთ, ეს კომპანიის შიგნითაც ისევე უნდა დაიცვათ, როგორც მის გარეთ.

ჩამოაყალიბეთ თქვენი ბრენდი, როგორც ცოცხალი პიროვნება

იმისათვის, რომ დაუახლოვდეთ ზეტ თაობას, დაემშვიდობეთ ათასწლეულზე ორიენტირებულ ესთეტიკასა და იდეალურად მართვად კონტენტს. აღარ არის საჭირო დახვეწილი და მინიმალური გამოსახულება. მეტი სითამამე!

მაგალითად, Starface ყიდის ნაოჭების დამცავ საშუალებებს და მათი სოციალური მედიის კონტენტი სავსეა კაშკაშა ყვითელი, ღიმილიანი სახეებითა და ვარსკვლავებით:

Starface-ს აქვს გამბედაობა პროდუქციის პოპულარიზაცია მსუბუქი და სულელური გზით წარმართოს. ამ სტრატეგიამ ბრენდს წარმატება მოიპოვა.

არ დაივიწყოთ გართობის ნაწილი

ზეტ თაობას კონტენტის გაფილტვრის უცნაური უნარი აქვს: „დაახლოებით 8 წამი გაქვთ, რომ მკაფიოდ გვითხრათ, რატომ უნდა მოგაქციოთ ყურადღება“.

მათი ყურადღების მიპყრობის საუკეთესო გზა მათი გართობაა!

მაკიაჟის ბრენდმა Fenty Beauty ეს ეფექტურად შეძლო:

ბრენდმა სახალისო და მოკლე გაკვეთილები შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია გავლენიანი ადამიანები და კრეატორები სილამაზის სფეროდან. ეს Fenty Beauty-ს საშუალებას აძლევს გაამახვილოს ყურადღება თავის პროდუქტებზე ადვილად აღქმადი გზით.

რჩევა: შექმენით კონტენტი, რომელიც არის საგანმანათლებლო, გასართობი ან ღირებული. რა არის სახალისო გზა თქვენი პროდუქტების ან სერვისების პოპულარიზაციისთვის? როგორ შეგიძლიათ მიიპყროთ მომხმარებლის ყურადღება და გამოირჩეოდეთ სხვებისგან?

შექმენით კომუნა

ციფრული საზოგადოების შექმნა თქვენი ზეტ თაობის მარკეტინგული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. გამოკითხვების თანახმად, ზეტ თაობა არის ყველაზე მარტოსული თაობაა ამერიკაში, ამიტომ ისინი აქტიურად ეძებენ გზებს, რათა ჩაერთონ და დაუკავშირდნენ თანამოაზრეებს.

ბრენდებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ზეტ თაობასთან ავთენტურ კავშირს, მაგრამ ეს სცილდება მეგა-ინფლუენსერებთან მუშაობას. გამოსავალი? მოძებნეთ რეალური ადამიანები, რომლებსაც აქვთ საინტერესო პლატფორმები და განასახიერებენ თქვენი ბრენდის ღირებულებებს.

 

წყარო: later

Midjourney საკუთარ ბეჭდურ ჟურნალს უშვებს

„კრწანისი გრანდე” – მშვიდი და ჯანსაღი გარემო თბილისის ცენტრში. ნახეთ, როგორ იქმნება პრემიალური ხაზის საცხოვრებელი კომპლექსი