in

თაობა ზეტზე რეკლამები არ მუშაობს! — კვლევა

და რა მოვუხერხოთ?

თაობა ზეტის სამიზნე სეგმენტად განსაზღვრა 2023 წელს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო კომპანიებისთვის. გლობალურად ყველაზე დიდი დემოგრაფიული ჯგუფია. მსოფლიოში 18-24 წლის ადამიანთა რიცხვი თითქმის 2 მილიარდზე მეტს შეადგენს. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რა არის ტრენდული და რა — არა… თუმცა ზუსტად ამ თაობასთან გაქვთ ყველაზე დიდი შანსი, რომ ისინი თქვენი ბრენდის მუდმივ მომხმარებლებად აქციოთ. 

ამიტომ, საინტერესოა, რა გამოვლინდა თაობა ზეტის 500 წევრის გამოკითხვის შედეგად. ალბათ, არაორდინალურ შედეგებს ელით და ეს ასეცაა — როგორც აღმოჩნდა, თაობა ზეტისკენ მიმართული რეკლამები არ მუშაობს… და რატომ ხდება ასე? ან რა მოვუხერხოთ?

დალევა საშიშია (მაგრამ არა იმ გზით, რომელზეც ფიქრობთ)

მედიაში თაობა ზეტს ხშირად ფხიზელ თაობად მოიხსენიებენ, მაგრამ კვლევაში ერთ-ერთმა სტუდენტმა სრულიად საპირისპირო რამ თქვა, რომ მათ თაობას ღამის წვეულებებზე დალევა უყვარს, თუმცა ღამის ცხოვრება მათთვის საშიშ აქტივობად მიიჩნევა — ხშირია ე. წ. სპაიკინგი, სასმელში ჩუმად მავნე ნივთიერებების შერევა… სწორედ ამიტომ, ალკოჰოლისა თუ მუსიკის ინდუსტრიაში მოღვაწე ბრენდებს ურჩევს, თაობა ზეტისთვის ღამის ცხოვრება მეტად უსაფრთხო და ინკლუზიური გახადოს. 

მცდარი ღირებულება და საცხოვრებელი ხარჯები

საცხოვრებელი ხარჯების კრიზისი ბრენდებისთვის წელს ცენტრალური საკითხი იყო, თუმცა ისინი ძალიან ცოტას საუბრობდნენ კრიზისზე სტუდენტური პერსპექტივიდან — სტუდენტებს აღარ აინტერესებთ ბრენდის ლოიალობის სქემით შესყიდვები, რამაც ბრენდების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამგვარად, თაობა ზეტს მიაჩნია, რომ ეს სქემები მცდარ ღირებულებებზეა აგებული, როცა ისინი რეალურ ფასეულობებს უნდა სთავაზობდნენ მას, იქნება ეს ფასდაკლებები, პარტნიორობები თუ ექსკლუზიური ღონისძიებები: ბრენდები ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, აჩვენოს სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული ინტერესი და შეავსოს ის ხარვეზი, რომელსაც უნივერსიტეტები და მთავრობა ვერ უმკლავდება.

თავის მოვლა სოციალურ მედიაში

გამოკითხულთა 61% ეკრანთან ყოველდღიურად 5 საათზე მეტს ატარებს, უმეტესად კი TikTok-სა და Instagram-ს მოიხმარენ. ისიც აშკარაა, რომ თავის მოვლა სოციალურ მედიაში საკმაოდ პოპულარული გახდა, მაგრამ საზოგადოებაში, რომელიც ციფრული კულტურითაა შთაგონებული, დილისა და ღამის რუტინებს უფრო მეტად იმისათვის აკეთებენ, რომ მეტი მოწონება ჰქონდეთ პოსტებზე და არა იმიტომ, რომ რეალურად თავს მოუარონ. 

ტრენდის ამგვარად ათვისება კი თაობა ზეტის კეთილდღეობისთვის საზიანო შეიძლება იყოს. თანაც ისინი ძალიან დაინტერესებულნი არიან კონტენტით, რომელიც აცნობებს მას, თუ როგორ გახდნენ უკეთესები. სწორედ ამიტომ, კვლევის მონაწილეები ბრენდებს ურჩევენ პოპულარიზაცია ამ თაობაში საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას გაუწიონ. 

მეტავერსი

წელს მეტავერსი კომუნიკაციის ახალ მედიუმად მოგვევლინა, ბრენდებით, რომლებიც ვირტუალურ სამყაროებსა და NFT-ებს საჯაროდ უშვებდნენ. თუმცა თაობა ზეტი თვლის, რომ მეტავერსმა მიზნის მიღწევა ვერ მოახერხა — ბრენდები შეიძლება მხოლოდ ელოდნენ გულების, გონებისა და საფულეების მოგებას თუ პირველ რიგში სტუდენტების საჭიროებებს დააკმაყოფილებენ. არ იფიქროთ ჩვენზე, როგორც მეტა მონაცემებზე ან სამიზნე ბაზარზე

და როგორ უნდა გამოასწოროთ თქვენი მიდგომა? იკვლიეთ სწორი გზებით

ჩვენი მეთოდოლოგია ხშირად აქტიურ მოსმენას და პლატფორმის ისეთი თემებისთვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რომლებიც თაობა ზეტს აინტერესებს. მათ ხშირად ამკობენ შემდგომი ფრაზებით, რომ სოციალური მედიით შეპყრობილნი არიან, ინფლუენსერებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ მდგრადობა მათთვის მთავარია… თუმცა აქ მრავალი ნიუანსი რჩებათ ყურადღების მიღმა, ამიტომ ტრადიციული მედიის სათაურების მიღმა წასვლასა და აუდიტორიის სიღრმისეულად შესწავლას გვირჩევენ. 

წყარო: The Drum

„ტექსფეროში განვითარების ტემპი საოცრად სწრაფია, Upgaming-ის გუნდი დამეხმარა, მესწავლა, ამ ტემპს როგორ ავყოლოდი“ – გაიცანი Upgaming-ის Front-End დეველოპერი

BTU-ს ყოველწლიური აქსელერატორი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს