30
დეკ
2017

რეკლამები და კამპანიები, რომლებმაც საქართველოს 2017-წელს გამარჯვება მოუტანეს

30 დეკ 2017

2017 წელი ქართული სარეკლამო სფეროსთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, განსაკუთრებით WINDFOR’S-ისთვის, რომელმაც ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას წლის უმთავრესი მოსავალი – ფესტივალ Cannes Lions-ის ვერცხლის და ბრინჯაოს ლომები მოუტანა. თუმცა, „კანის ლომები“ არ იყო ერთადერთი ფესტივალი, სადაც „ვინდფორსი“ აღიარეს, ამაზე ოდნავ ქვემოთ, უფრო დეტალურად მოგითხრობთ, მანამდე კი, გეტყვით, რომ ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ქართული სააგენტოების იმ ნამუშევრებს, რომლებმაც საერთაშორისო ფესტივალებზე, 2017 წელს, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ასეთი სააგენტოები არიან – WINDFOR’S, Leavingstone, JWT Metro, ABK, Redberry და Betterfly.

BOG PLUS

ქართული სარეკლამო ინდუსტრიის ისტორიაში პირველი ვერცხლის ლომი WINDFOR’S-მა ნამუშევრით Dinner With Georgia მოიპოვა, Cannes Lions-ზე ვერცხლის გარდა, ბრინჯაოს ლომიც მიიღო, ასევე, დასახელდა ორი კატეგორიის ფინალისტთა შორის. ასევე, KIAF-ის გრან პრის, ოქროს, ორი კატგორიის საუკეთესო ნამუშევრის ტიტულის და ვერცხლის მფლობელი გახდა. ფესტივალ Golden Hammer-ზე კი, იგივე ნამუშევრით ერთი ვერცხლი მოიპოვა და სამი კატეგორიის ფინალისტთა შორის მოხვდა. შემდეგი ფესტივალი Dinner with Georgia-სთვის Ad Black Sea იყო, სადაც მან ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. რაც შეეხება Golden Drum-ს, აქ ვერცხლი მოიპოვა და ერთ კატეგორიაში დაშორთლისტდა. ADC*E-ზე სამი ვერცხლის ვარსკვლავი მიიღო და Eurobest-ზეც ვერცხლის მფლობელი გახდა. ჯამში, საერთაშორისო ფესტივალებზე, „ვახშამი საქართველოსთან“ 1 გრან პრით, 2 კატეგორიაში საუკეთესოს ტიტულით, 3 ოქროთი, 9 ვერცხლით, 2 ბრინჯაოთი და 6 კატეგორიის ფინალისტთა სიაში მოხვედრით დამთავრდა. გარდა ამისა, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) რეიტინგის მიხედვით, WINDFOR’S გახდა საქართველოს 2017 წლის კრეატიული სააგენტო

ასევე, „ვინდფორსის“ ნამუშევრებმა Vici და Movla მოიპოვეს ბრინჯაოს ჯილდოები Ad Black Sea-ზე.


რაც შეეხება Leavingstone-ს, ნამუშევრით „მფრინავი ჰამაკი“ Golden Hammer-ზე მან სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი შორთლისტი მიიღო. Ad Black Sea-ზე ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, Golden Drum-ზე კი ერთი ვერცხლის და ერთი კატეგორიის ფინალისტის ტიტულის მფლობელი გახდა. ჯამში, 3 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და 2 კატეგორიაში ფინალისტობა მიიღო.

ასევე, Leavingstone-მა, ნამუშევრით Hungry Hungry Humsters KIAF-ზე, სამი ვერცხლი მოიპოვა და მოხვდა ორი კატეგორიის ფინალისტთა სიაში. Golden Hammer-ზე კი გრან პრი, ოქრო და ვერცხლი მიიღო, ხოლო Ad Black Sea-ზე ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ჯამში, ამ ნამუშევრით სააგენტომ 1 გრან პრი, 1 ოქრო, 6 ვერცხლი, 1 ბრინჯაო დაიმსახურა და ორი კატეგორიის ფინალისტთა შორის მოხვდა.


ABK-ს ნამუშევარი – „შეამცირე ხარჯი, Golden Drum-ის Film-ის კატეგორიის ფინალისტი გახდა და Ad Black Sea-ზე ბრინჯაო მოიპოვა.


ასევე, ABK-მ, Ad Black Sea-ზე მოიპოვა ვერცხლი და ბრინჯაო, პრინტ ნამუშევრით Pinocchio’s Sunbath, გარდა ამისა, გახდა საქართველოს 2017 წლის საუკეთესო დიზაინ სტუდია ACAG-ის რეიტინგის მიხედვით.

JWT Metro-სა და Redberry-ს ერთობლივმა კამპანიამ Reinventing Santa KIAF-ზე ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო Golden Hammer-ზე ერთი ოქრო და ორი ვერცხლი. 

JWT Metro-მ Ad Black Sea-ზე, ნამუშევრით Colors of Ajara ბრინჯაო მოიპოვა.


ხოლო, BetterFly-მ  Ad Black Sea-ზე, ნამუშევრით Happy Days, ბრინჯაო მიიღო.

ასე გამოიყურება ქართული კრეატიული სააგენტოების მიერ მოპოვებული საერთაშორისო წარმატება 2017 წლისთვის, 2018-სთვის კი უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ სააგენტოს, რომელიც საქართველოსა და ჩვენი კრეატიული ინდუსტრიის მსოფლიოსთვის გაცნობას დაისახავს მიზნად.

განხილვა