15
Jul
2019

ნიუ-იორკში ოპერირებას ქართულ-ამერიკული იურიდიული კომპანია EK Law Office PLLC იწყებს

15 Jul 2019

ქართულ-ამერიკულმა იურიდიულმა კომპანიამ EK Law Office PLLC ნიუ-იორკში ოპერირება დაიწყო. ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა, ნიუ-იორკში ლიცენზირებულმა იურისტმა ეკატერინე ეგუტიამ TBC ბანკის მთავარი იურისტის პოსტი დატოვა და, ბიზნეს-ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძესთან ერთად, კომპანია დააფუძნა.

EK Law Office PLLC-ის წარმომადგენლების ცნობით, ქართულ-ამერიკული კომპანია ნიუ-იორკში, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისა და მეწარმეების პროფესიულ იურიდიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
მათი თქმით, მომსახურების სფეროები მოიცავს საემიგრაციო სამართალს, მცირე და საშუალო ამერიკულ/ქართულ თუ სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს.

„EK Law Office PLLC დაეხმარება, მომხმარებლებს, საემიგრაციო საკითხების მოგვარებაში, დოკუმენტების მომზადებასა და კომპანიის ფორმირებაში. ასევე – სასაქონლო ნიშნის თუ საავტორო უფლებების რეგისტრაციაში, კონტრაქტების შედგენაში, მის განხილვაში, გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციებს“.

განხილვა