28
Nov
2019

როგორი მინა – პაკეტი უნდა გამოვიყენოთ მშენებლობაში? – საქართველოში ხარისხის კონტროლი ჩატარდა

28 Nov 2019

მსოფლიოს წამყვანი მინის მწარმოებელი, ფრანგული კომპანია SAINT-GOBAIN მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლს, ყოველწლიურად ატარებს – გადამოწმდა და შეფასდა ხელოსანთა კვალიფიკაციის დონე, დანადგარების ხარისხი, საწარმოო სიმძლავრე და სხვა კრიტერიუმები. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია მინა – პაკეტისა თუ ალუმინის სისტემის თვისებების შესანარჩუნებლად, მათ შორის: თბო – იზოლაცია, კონსტრუქციის სიმყარე, ხარისხი, მდგრადობა.

 

ყოველწლიურ ხარისხის კონტროლის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი მინისა და ალუმინის იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასმა“ უმაღლესი სტანდარტები აჩვენა და ხარისხის სერთიფიკატით დაჯილდოვდა. კომპანია 10 წელია უკვე არსებობს ბაზარზე და ყოველწლიურად წარმატებით გადის ხარისხის კონტროლს.

„წელს, კომპანია „ჯეო გლასი“ კიდევ ერთხელ დააჯილდოვა [SAINT-GOBAIN-მა] ხარისხის სერთიფიკატით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ვამაყობთ ჩვენი გუნდის წევრებით, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები წარმოების პროცესში, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მას და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი პროფესიონალიზმი. მინა – პაკეტის, ან თუნდაც, ალუმინის კონსტრუქციის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს გათვლილი ყველა ტექნოლოგიური დეტალი, რათა სისტემამ შეინარჩუნოს საჭირო თვისებები. ჩვენი დანადგარები კი ამ ყველაფერში გვიწყობს ხელს“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პროცესი საკმაოდ საინტერესო და შრომატევადია. მაგალითად, მინის მიმართულებით, პირველ რიგში ტექნიკური მახასიათებლით განვსაზღვრავთ, კონკრეტულ პროექტს რა სახის და სისქის მინა შეესაბამება, ზომების, ქარის დატვირთვისა და სხვა დეტალების მიხედვით.

„არჩეული მინის ზომების შეყვანა ხდება საჭრელ დანადგარში, ასევე მინის რეცხვისთვისაც შესაბამის დანადგარს ვიყენებთ, შემდეგ იწყება უკვე მინა – პაკეტის შეკვრა, თეაკოლის წასმა, რომელიც ასევე დანადგარით ხდება, შესაბამისად მინა – პაკეტი ტექნიკურად მაქსიმალურად სრულყოფილადაა დამზადებული. თითქმის იგივე პროცესს გადის ალუმინიც, საბოლოო ჯამში კი ვიღებთ სრულყოფილ, ტექნიკურად გამართულ კარ-ფანჯრებსა თუ ვიტრაჟებს. მნიშვნელოვანია მომხმარებელს გავაგებინოთ თუ რამდენად საჭიროა დანადგარებისა და პროფესიონალების ჩართულობა ამ სექტორში, დღესდღეობით, სამწუხაროდ არის ხოლმე შემთხვევები როდესაც დამზადების ტექნოლოგიას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და თუნდაც ერთ წელში კონსტრუქცია მომხმარებელს გამოსაცვლელი აქვს, ან თუნდაც საერთოდ ვერ ინარჩუნებს საჭირო თვისებებს“- ამბობს „ჯეო გლასის“ მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი თაკო ახვლედიანი.

საკონტაქტო: (+995) 322 11 11 00

მეილი: [email protected]

[R]

განხილვა