in

ჯეოსელისა და ჯეოლაბის სტიპენდია „ქალები ტექნოლოგიებში“

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ჯეოლაბში განახლდა სპეციალური პროგრამა ქალებისთვის, რომელიც გულისხმობს მეტი ქალის დაინტერესებას და წახალისებას ტექნოლოგიების მიმართულებით. სტიპენდიანტები სპეციალური კონკურსის საშუალებით შეირჩევა. რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე.

BOG
BOG

გასული წლის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ეს შეთავაზება ძალიან აქტუალურია და  ბევრი მსურველი ინტერესდება. ამ სტიპენდიის საშუალებით უკვე ოთხმა ქალმა შეისწავლა სხვადასხვა პროგრამა, რითაც საშუალება მიეცათ მათი პროფესიული განვითარება სრულიად ახალ ეტაპზე გადასულიყო.

შეგახსენებთ რომ, ჯეოლაბი ეს არის მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის. ჯეოლაბის განუყოფელი ნაწილია სასწავლო ცენტრი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, ისწავლოს მისთვის საინტერესო მიმართულებით.

შესაძლებლობები, რომლებსაც Google გვაძლევს! – ორიგინალური პრინტ კამპანია

“გაფერმკრთალებული” News Feed-ი და შეცვლილი ფორმები – Facebook-ის განახლებული დიზაინი