მობილურ ოპერატორებს შორის კონკურენცია დღითიდღე მატულობს. თითოეული ცდილობს მომხმარებლების შენარჩუნებას და სხვადასხვა სიახლეებს სთავაზობს.
ამჯერად ”ჯეოსელმა”, როგორც სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებულმა კომპანიამ, მაღაზია-ცენტრები გახსნა. მარკეტერი ესაუბრა ”ჯეოსელის” მარკეტინგის მენეჯერს – მარიკა ლორიას.
”ჯეოსელის” ახალ მაღაზიებში მისულ მომხმარებელს დახვდება მობილური ტელეფონების შესაძლებლობების და ჯეოსელის ხელსაყრელი შეთავაზებების სინთეზი. ყველა მსურველი შეძლებს ერთ სივრცეში, მობილური ტერმინალის ექსპერტების დახმარებით, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია თანამედროვე მობილურ ტექნოლოგიებზე და აირჩიოს მის შესაძლებლობებზე მორგებული მობილური ტელეფონი. მის ეფექტურად გამოყენებაში კი მომხმარებელს ჯეოსელის მრავალფეროვანი პაკეტები დაეხმარება. იქვე, ტექნოლოგიურ სტენდზე ყველა მსურველი შეძლებს ახლოს გაეცნოს ამა თუ იმ სიახლეს და თავად გამოსცადოს მისი უპირატესობა.
მობილური ტელეფონების ყიდვა საქართველოშო მობილური ოპერატორებისგან უცხოა (თუ არ ჩავთვლით სულ რამდენიმე მოდელს, რომელიც შეიძლება თქენთანაც და სხვა მობილურ ოპერატორებთანაც იყიდება) რა არის ის უპირატესობა, რის გამოც თქვენთან იყიდის მომხმარებელი მობილურებს და არა მაღაზიებში, სადაც მხოლოდ ტელეფონები იყიდება?
ახალ მაღაზიებში მრავალი სიახლე დაგხვდებათ. მაგალითისთვის თვეში 179 ლარის გადახდით შესაძლებელია iPhone 5-ს შეძენა, რომელსაც ულიმიტო სასაუბრო დრო, SMS-ები და ინტერნეტი ემატება.
”ჯეოსელის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ 17 წლიანი არსებობის მანძილზე დადგა დრო, რომ გადაგეხედათ განვლილი გზისთვის და ცვლილებებიც ასე დაიგეგმა. უფრო კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს ცვლილებები?
ჯეოსელი ორიენტირებულია იმ სიახლეების შემოტანაზე, რაც მსოფლიოში ინერგება მობილური კომუნიკაციის კუთხით. ეს კი მუდმივ განვითარებას გულისხმობს.
კორპორატიულ-სოციალური პასუხიმსგებლობის ჭრილში, თქვენთან ძველი ტელეფონების დატოვება შეიძლება. უახლოეს კორპორატიული სოციალური პასუხიმსგებლობის კუთხით რას აპირებს კომპანია და რამდენად მნიშვნელოვანია „ჯეოსელისთვის“ ეს მიმათულება?
ჯეოსელი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელიც არაერთი საზოგადოებისათვის საკეთილდღეო პროექტის ინიციატორია, ამჯერად კიდევ ერთ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ემსახურება გარემოს დაცვას. მობილური ტელეფონების ძველი გამოუდეგარი ნაწილების გადამუშავება ცალკე უნდა მოხდეს რათა გარემოს ზიანი არ მივაყენოთ. სწორედ ამიტომ კომპანიის ახალ მაღაზიებში განთავსებულია სპეციალური ყუთები, სადაც შეგროვდება ეს ძველი და გამოუსადეგარი ნაწილები. მათ გადამუშავებას ჯეოსელი უზრუნველყოფს.