28
იან
2016

“ჯეოსელი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, მალე საქართველოში iTunes-იც გაიხსნება

28 იან 2016

geocell-appleკომპანია “ჯეოსელი”  საქართველოში Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში ამბობენ, რომ პარტნიორობის ფარგლებში  შემდგომი, მნიშვნელოვანი აქტივობები იგეგმება.

“ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ჯეოსელი Apple-ის ერთადერთი პარტნიორი მობილური ოპერატორი გახდა საქართველოში. ამ პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება შემდგომი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. “ჯეოსელი” მუშაობს საქართველოში iTunes-ის გახსნაზე, რაც ახალ, მრავალფეროვან შესაძლებლობებს შექმნის, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე საქართველოში არსებული ბიზნესისთვის”,-აცხადებენ კომპანიაში.

ყველა სხვა დეტალი  29 იანვარს, ოფიციალურ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

განხილვა