“It’s coming on Christmas, They’re cutting down trees.”
ასე იწყება ჯონი მიტჩელის ცნობილი საშობაო კომპოზიცია “River”, რომლის ქავერსაც ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად ასრულებს, თავის ახალ ალბომში “In Winter”. სწორედ ამ სიმღერით, ქეთი მელუასთან ერთად, გრძელდება ქვეყნის #მოვლა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/geocell/videos/10154237235652825/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
მარკეტერი ჯეოსელის მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტს – თათა ჩემიას ესაუბრა:
თუ ზაფხულში ეს კამპანია დანაგვიანებული ადგილების დასუფთავებას ისახავდა მიზნად, წინასაახალწლოდ, ჩვენი სურვილია, მობილური თაობის ყურადღება, აქტუალური პრობლემისკენ, ხეების მოჭრისკენ მივმართოთ.
ჯეოსელი უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას, “ნუ მოჭრი – მორთე” და გთავაზობთ ახალი წლის სიმბოლო – ნაძვის ხე, ბუნებრივ გარემოში მოვრთოთ და ასე ვიზრუნოთ საახალწლო განწყობის შექმნაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგია, ისევე როგორც სარეკლამო კომუნიკაცია, სასარგებლო უნდა იყოს ადამიანებისთვის. ამიტომაც ეს ემოციური ვიდეო, რომელიც მთლიანად მელუას კომპოზიციას მიყვება, ვეცადეთ გაცდენილიყო კლასიკურ სარეკლამო რგოლის ჩარჩოებს და საახალწლო მუსიკალური კლიპის განწყობა შეექმნა.
კლიპზე საკომუნიკაციო სააგენტო “ვინდფორსთან ” ერთად ვიმუშავეთ.