მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ მზადდებოდა Geocell-ის კამპანია “მობილური თაობა”.
აღნიშნული კამპანიის კრეატიული კონცეფცია და პროდაქშენი სარეკლამო სააგენტო Windfor’s ეკუთვნის. როგორც გაირკვა კამპანიაში გამოყენებულია ნამდვილი ადამიანების, ნამდვილი ისტორიები.
ვიდეოში ასევე პირველები ნახავთ მეოთხე პერსონაჟს, რომლის ვიდეოც ჯერ არ გავრცელებულა.
“გაპრიალებული რეკლამების მაგივრად არის ამბავი წარმატებული ადამიანებზე. ამ შემთხვევაში ადამიანებზე, რომლებსაც მობილური იტნერნეტი დაეხმარათ წარმატების მიღწევაში.
ეს არ არის მოგონილი ისტორიები, ნამდვილი ამბებია და ვფიქრობთ, რომ შედეგი უნდა გამოიღოს” – ამბობს ნიკა გვენცაძე, კომპანია ჯეოსელის მარკეტინგის მენეჯერი.
“ჩვენ გვსურდა, რომ ნამდვილი ადამიანები გვეჩვენებინა. ის ქართველები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულნი, აქვთ მიზნები და ამისკენ მიისწრაფიან. თუ ეს ადამიანები მისაბაძები გახდებიან – და იმედია ეს ასეც მოხდება, ისინი სხვების მოტივირებასაც შეძლებენ” – ვისენტე გარსია ვინდფორსის სტრატეგიული დირექტორი.
თქვენ კი შეაფასეთ კამპანია