in

„სოციალური მედია დასაქმების ხელშეწყობისთვის“ – ჯეოსელის ინიციატივა

ჯეოსელის მოწვევით „OGI Europe“-ის წამყვანი კონსულტანტი და Google-ის პროგრამების სერტიფიცირებული ტრენერი, კრის პერკსი საქართველოშია.

11173622_10206233557614694_16977492_nსაერთაშორისო მომხსენებელი, ავტორი, ტრენერი და კონსულტანტი, რომელსაც მსოფლიოს 4 კონტინეტზე 18 სხვადასხვა ქვეყანაში უმუშავია, 22 და 23 აპრილს ჩაატარებს სპეციალურ კურსს, თუ როგორ გამოიყენონ კომპანიებმა დასაქმების კუთხით ინტერნეტ სივრცე. დიდი გამოცდილების გამო კრისი ციფრულ სამყაროში აღიარებული ექსპერტია. მისი უშუალო და ინტერაქციული სტილი ძალიან ახალისებს და ართობს აუდიტორიას. კრისს უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Google, Warner Brothers, BMW, Paramount, Walt Disney, Nestle, L’Oreal და სხვა. ამჯერად, კრისი საქართველოში ჯეოსელის ინიციატივით ჩამოვიდა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიების ადამიანური რესურსების სპეციალისტებს გააცნობს სოციალური მედიის ფართო შესაძლებლობებს დასაქმების კუთხით. ეს კი დასაქმების პროცესს გახდის უფრო გამჭვირვალეს და მოქნილს.

ჯეოსელისთვის ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიამ უკვე  დანერგა დასაქმების პორტალი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დეტალური ინფორმაცია მიიღოს კომპანიაში არსებული ახალი სამუშაო ადგილების შესახებ, გააცნოს თავისი შესაძლებლობები და იქონიოს ორმხრივი, გამჭვირვალე ურთიერთობა დამსაქმებელთან.  დასაქმების ხელშემწყობი ინოვაციური პროცესების დანერგვა კომპანიებს ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებაში  და პერსპექტიული კანდიდატების მოზიდვაში.

11185850_10206233557494691_103818452_n

„მიმაჩნია, რომ კომპანიისთვის თანამშრომლები ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სოციალური მედიის შესაძლებლობები ამ სფეროს მაქსიმალურად მარტივს და მოქნილს ხდის, რაც  ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეს ინიციატივა დასაქმების სფეროს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი თელიასონერას ჯგუფის დონეზე განიხილება, როგორც სრულფასოვანი ბიზნეს პარტნიორი. მოხარულები ვართ, რომ ამ გამოცდილებას ჩვენთან ერთად საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიებიც გაიზიარებენ.“ – აცხადებს ჯეოსელის  გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი

ღონისძიებას ესწრებიან ადამიანური რესურსების სპეციალისტები თელიასონერას ჯგუფიდან და მოწვეული სტუმრები. ვიმედოვნებთ, რომ ამდაგვარი ღონისძიებები ხშირი გახდება საქართველოში და ადამიანური რესურსის მეტ სპეციალისტს საშუალება მიეცემა გააღრმავოს თავისი ცოდნა სოციალური მედიის სფეროში.

“უსასრულო გზა” – ჰონდას ვიდეო ექსპერიმენტი

ზეთა – ულამაზესი ჭაუხების ძირში მდებარე ტურისტული ბანაკი !