20
Nov
2014

Geocell-მა ახალ რეკლამაში ბილაინს უკბინა!

20 Nov 2014



კომპანია ჯეოსელი პირველი იყო ბაზარზე, რომელმაც მოხმარებელს ულიმიტო პაკეტი შესთავაზა. ამ კამპანიის ფარგლებშივე გამოჩნდა უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი – “კაცი,რომელიც სულ ლაპარაკობს”.  

კონკურენტებს დიდი დრო არ დასჭირდათ და ორივე კომპანიამ განსხვავებული გამოსავალი მოიფიქრა:

– მაგთიმ მალევე შექმნა ულიმიტო პაკეტი, რომელიც მხოლოდ 10 ლარით ძვირი იყო ჯეოსელზე. (თიბისის ბარათით 48 ლარი)

– ბილაინმა ფასზე გააკეთა აქცენტი და მომხმარებელს ულიმიტო პაკეტი 25 ლარად შესთავაზა.

როგორც ჩანს, ჯეოსელს, განსაკუთრებული პრობლემა სწორედ ბილაინის აქციამ შეუქმნა და ეს “გაბრაზება” მათ ახალ რეკლამაში გაანეიტრალეს.  სარეკლამო რგოლში, რომელიც Windfor’s მა დაამზადა ჩანს თუ როგორ ‘ლეწავენ’   “ბილაინის” ფანქრებს. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ სიხშირის შეზღუდვის გამო კომპანია ბილაინი არ ფლობს 3G სიგინალს და ამის გამო, მისი ინტერნეტი კონკურენტებთან შედარებით ნელია. სწორედ ეს გარემოება გამოიყენეს კრეატორებმა.

http://youtu.be/dYtHSuLB4NI

მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ახლა მაგთის ჯერია, რომელიც ყველაზე ძვირი “ულიმიტო”-ს მფლობელია ამ ეტაპზე. მაღალი კონკურენციის პარალელურად, გამარჯვებულია მომხმარებელი და დღეს მობილურზე საუბარი ფუფუნებას აღარ წარმოადგენს.

განხილვა