in

ACAG-ის შეხვედრები ჯეოსელ ჰაბში

ყველას, ვინც დაინტერესებულია რეკლამით,ბრენდინგით, ინტეგრირებული მარკეტინგული და მედია კომუნიკაციით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს ჯეოსელ-ჰაბი უმასპინძლებს. საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG და ჯეოსელი გთავაზობთ ახალ პროექტს, რომლის მიზანია ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით გაიგოს მეტი უშუალოდ სააგენტოებისგან, ჩაერთონ დისკუსიაში, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

პროექტის შესახებ მარკეტერი ჯეოსელში თათა ჩემიას ესაუბრა:

12185554_10153259692417825_8783870908670818211_o“როგორც იცით ჯეოსელ-ჰაბის შექმნის მიზანი  ინოვაციური იდეების წარმოდგენის, ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობის, საინტერესო ვორქშოფების, სემინარების ჩატარებაა. ამ ეტაპზე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, რაც ჩვენთვის   დიდი მოტივაციაა კიდევ უფრო მრავალფეროვანი  აქტივობები შევთავაზოთ ყველა დაინტერესებულ პირს.

სწორედ ამიტომ,  საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციასთან ერთად ვიწყებთ ახალ  პროექტს, რომელიც  გულისხმობს საინტერესო, ინტერაქტიულ, მსმენელების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ შეხვედრებს. ამ პროექტის ფარგლებში  ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა მისი ინტერესისმიხედვით აირჩიოს და დაესწროს ვორქშოფს, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი  სპეციალისტები  წარმოგიდგენენ.

გთხოვთ, ყურადღებით იყოთ, ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს ჯეოსელის ფეისბუქის გვერდზე დაიდება სარეგისტრაციო ფორმა. გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია, მოდით ჯეოსელ-ჰაბში, შეიტყვეთ პირველმა და გადაეცით სხვებს.”

 

 

ფინკა ბანკი საქართველო პერსონალურ საბანკო მომსახურებას ნერგავს

მსოფლიო დაზოგვის დღე და ჭიანჭველა “გროვია”-ს ახალი ვიდეო რგოლი