„ჯეოსელმა“ მოგზაურთა 10 ჯგუფს სთხოვა ემოგზაურათ, აღმოეჩინათ და ვიდეოს სახით აღებეჭდათ საქართველოს ის ადგილები, რომლებიც გვეამაყება და რომლებიც, სამწუხაროდ, დანაგვიანებულია. „ჯეოსელმა“ მიზნად დაისახა, ეს პრობლემა ტექნოლოგიების დახმარებით გადაეჭრა და წამოიწყო ახალი პროექტი „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“, რომლის ფარგლებშიც მობილურ აპლიკაცია Movla შექმნა. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია, მოგზაურობისას მონიშნოთ დანაგვიანებული ადგილი რუკაზე და დაეხმაროთ მათ, ვისაც დასუფთავების სურვილი აქვს და თავადაც ჩაერთოთ ქვეყნის მოვლაში. პროექტის მიზნების შესახებ მარკეტერთან “ჯეოსელის” მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა ნიკა გვენცაძემ ისაუბრა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/geocell/videos/10153768285967825/” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
M: რა მიზანი აქვს პროექტს და როგორ გაგიჩნდათ მისი წამოწყების იდეა?
“ჯეოსელისთვის” მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ახალი ტექნოლოგიები მაქსიმალურად სასარგებლო გავხადოთ ადამიანისთვის და გარემოსთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მობილური ინტერნეტით შესაძლებელია ჩვენი ქცევისა და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა. სწორედ ამიტომ, საზოგადოებას ვთავაზობთ ახალ პროექტს, – „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“. ჩვენ შევქმენით ახალი აპლიკაცია „მოვლა“, რომელიც საქართველოში მოგზაურობასა და მასზე ზრუნვას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს. ჩვენ გვინდა, მოგზაურ ადამიანებს ახალი, ძალიან სასარგებლო მისიაც შევთავაზოთ: აპლიკაციის საშუალებით, ტურისტულ ლოკაციებზე მონიშნონ დანაგვიანებული ადგილები და მობილური ინტერნეტის მეშვეობით გაუზიარონ სხვებს. ერთ სივრცეში თავმოყრილი ასეთი ინფორმაცია ყველა მსურველს მისცემს საშუალებას, ჩაერთოს ქვეყნის მოვლის პროცესში, ეტაპობრივად დასუფთავდეს დანაგვიანებული ადგილები და ნელ-ნელა მოხდეს ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.
ეს პროექტი გრძელვადიან კომუნიკაციას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ყველა კუთხის აქტიურ ჩართულობას ველით. გვინდა, ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ ინიციატივის შესახებ და ამ საკითხის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
M: საიდან შეიძება აპლიკაციის გადმოწერა?
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android-ისა და IOS-ის მომხმარებლებისთვის. ასევე, შექმნილია სპეციალური საიტი movla.ge, სადაც თავმოყრილია პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია და ასევე, რუკაზე მონიშნული წითელი (დანაგვიანებული) და მწვანე (უკვე დასუფთავებული) წერტილები.
GEOCELL
Marika Loria, Nika Gventsadze, Tata Chemia, Nini Gogichaishvili, Irinola Charkviani, Manuchar Mameishvili, Boka Neparidze, Maiko Kvirkvelia, Lika Metreveli, Tako Rodonaia
AGENCY: WINDFOR’S
Chief Creative Officer: Vato Kavtaradze
Creative Director: Bibi Asatiani
Copywriters: Beqa Meparishvili, Nino Gordeladze
Art Directors: Mari Sukhishvili, Irina Sakvarelidze
Account Manager: Vaska Chubinidze
Strategic Planner: Lado Malazonia
Designers: Zakharia, Nick Monaselidze, Sandro “Pagliacci” Bagashvili
Art Supervisor: Matassi Sulakauri
Digital Planners: Sandro Javakhishvili, Merab Kechkhoshvili
Production and Post-Production Manager: Natia Nikoleishvili
Producers: Tamuna Morchiladze, Zuka Gharibashvili, Lisa Romanovskaya
Editor: Goga Tsikolia, Beqa Meparishvili
CG: Sandro Nakashidze
Sound Designer: Irakli Putkaradze
Voice-Over Actor: Nikoloz Tserediani
Color Correction: Goga Tsikolia
APP & Web development: Leavingstone
Project Partners: National Geographic, Georgian national tourism administration
Special thanks to: Travellers