in

#GeocellSay -ანუ გამოაქვეყნე შენი მესიჯი თბილისის ქუჩებში!

ჯეოსელმა  Deehubs-თან და Potters-თან ერთად შექმნა თავისუფალი ბილბორდი, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეუძლია გაუშვას თავისი მესიჯი.

geocellsay1

M: მარკეტერი კომპანია ჯეოსელის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს ნინო გოგიჩაიშვილს ესაუბრა:

Deehubs  ქართველების მიერ საზღვარგარეთ შექმნილი „სტარტაპ“ კომპანიაა , რომელმაც პირველმა გაუშვა თავისუფალი პროექცია ამერიკის ქუჩებში და ამას საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ჯეოსელი, როგორც ნოვატორი, გვერდზე დაუდგა ახალგაზრდა კრეატიულ კომპანიას და მას საშუალება მისცა, ამჯერად, საქართველოს მოსახლეობას გამოეცადა ეს სიახლე.  გზავნილების ეკრანზე განთავსება ყოველ საღამოს 7 საათიდან იწყება. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოგზავნილი პოსტების რაოდენობაზე.  3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით ყველა მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია შემოვიდეს ვებ-გვერდზე say.geocell.ge, ატვირთოს ფოტო/ტექსტი და თავისი გზავნილი გაუშვას ჯეოსელის თავისუფალ ბილბორდზე, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 34-ში, ჯეოსელის ოფისთან.

მომხმარებლების გამოგზავნილი მესიჯები საღამოს 7 საათიდან ჩნდება და პროექციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გზავნილების რაოდენობაზე. თითოეული გამოგზავნილი მესიჯი ბილბორდზე ქვეყნდება  მხოლოდ ერთხელ 30 წამიდან 3 წუთამდე პერიოდით (ესეც დამოკიდებულია იმ დღეს მიღებული მესიჯების რაოდენობაზე). რადგან დიდი რაოდენობით გზავნილი მივიღეთ, ერთ დღეს გამოგზავნილი მესიჯი შეიძლება გაეშვას მომდევნო დღეების განმავლობაში.

M: განიხილება თუ არა ეს როგორც კომერციული პროექტი? 

ამ ეტაპზე ჯეოსელი არ განიხილავს say.geocell.ge-ს კომერციულ პროექტად.

shenisiy

pikuna

“ხარისხი დეტალებში” – სმარტი ახალ კამპანიას იწყებს!

“Heiniken”-ის რეკლამა დამზადებული ჩემპიონთა ლიგისთვის