in

„ჯეოლაბის” ახალი ვიზუალური იდენტობა, კოლაბორაცია „მელქისედეკთან”

ინოვაციების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი „ჯეოლაბი“ 10 წლის გახდა. ერთი დეკადის შეჯამება და ახალი ეტაპის დაწყება ჯეოლაბმა ბრენდის ვიზუალური განახლებით აღნიშნა. განახლება, რომელიც ჯეოლაბისა და „მელქისედეკის”კოლაბორაციით განხორციელდა, ასახავს არა მხოლოდ განვლილ გზას, არამედ იმ ტექნოლოგიურ მომავალს, რომლისკენაც კომპანია მიისწრაფვის.

2015 წლიდან ჯეოლაბი ქართულ რეალობაში ტექნოლოგიური და კრეატიული განათლების ცენტრად ჩამოყალიბდა. 10 წლის განმავლობაში ლაბორატორიამ ათასობით სტუდენტს, სტარტაპერსა და ციფრული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს უმასპინძლა.

ქვემოთ გაგიზიარებთ, თუ როგორ გარდაიქმნა 10 წლის ისტორია ახალ ფუტურისტულ ფორმებად.

კოლაბორაცია მელქისედეკთან

საიუბილეო თარიღისთვის ბრენდის განახლებაზე არტ დირექტორმა, „მელქისედეკმა” იზრუნა. პროექტის მიზანი არ ყოფილა რადიკალური რებრენდინგი, ეს უფრო მეტად არის განახლება არსებული ღირებულებების ახლებურად, უფრო თანამედროვე ენაზე თარგმნა.

რას გულისხმობს განახლება

მელქისედეკი:

„პროექტზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა იყო ჯეოლაბის არქეტიპის გადათარგმნა მკაფიოდ გამოხატულ ვიზუალურ სტილში.

ეს პრობლემა მოვაგვარეთ რამდენიმე ნაბიჯით: პირველ რიგში, გამოვკვეთეთ ჯეოლაბის შინაარსობრივი დაპირება, რომელიც გულისხმობდა, რომ ჯეოლაბი არის ადგილი, სადაც დაგეხმარებიან პოტენციალის აღმოჩენასა და რეალიზაციაში. აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ სლოგანი „გვერდით გვიგულე”, რაც ვიზუალურად აისახა ლოგოტიპის ნაწილში.

შემდეგ ნაბიჯად შევიმუშავეთ დიზაინსისტემა, რომელიც კრავს ჯეოლაბის პროგრამების ყველა მიმართულებას გამოხატული ფერებით, ტექნოლოგიური პატერნებითა და ხატულების ნაკრებით. ვიზუალური სტილი წარმოადგენს კიბერპანკისა (Cyberpunk) და ნეომორფიზმის (Neomorphism) უნიკალურ სინთეზს, რაც ბრენდს ანიჭებს ინოვაციურ, ფუტურისტულ და, ამავდროულად, დახვეწილ იერსახეს.

შედეგად, ჩვენ შევინარჩუნეთ ბრენდის მთავარი დნმ, თუმცა გავხადეთ ის უფრო მოქნილი და ადაპტირებადი ციფრული ეპოქასთან”.

სრული ვიზუალური ნამუშევრისა და დიზაინსისტემის ნახვა შესაძლებელია behance-ზე: Geolab Restyling on Behance.

განახლებული იდენტობით, ჯეოლაბმა ახალი ათწლეული დაიწყო.

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

„გადააგორე ზამთარი“ – შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით