in

ნახეთ: გეომეტრიული ფორმებითა და 3D ილუზიით შექმნილი ფრესკები

ნამუშევრები იტალიელ მხატვარ Peeta-ს ეკუთვნის

იტალიელი მხატვარი Peeta ერთფეროვანი, მონოქრომული სიბრტყეები სამგანზომილებიან ფრესკებად გარდასაქმნელად, ჩრდილისა და შუქის ურთიერთქმედებას იყენებს. მისი ფართომასშტაბიანი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებზეა გამოსახული.

BOG
BOG

აბსტრაქტული ილუზიები საკმაოდ შთამბეჭდავია და მაყურებელს ისეთ შთაბეჭდილებას უტოვებს, თითქოს ამ გამოსახულებების რეალობაში იმყოფებიან. სექტემბერში მხატვარი იტალიის სოფელ ფიდენცაში მიემგზავრება და უკვე იქ გააფორმებს ზედაპირებს ლენტებით, კუთხოვანი გეომეტრიული ფორმებით და სხვ.

Twitter “ტროლების” საწინააღმდეგო ფუნქციას ტესტავს

Protected: სამკაული, როგორც შენი უნიკალურობის გამოხატულება – Mystic J, ქართულ-ესპანური მისტიკური სამკაულის ბრენდი