16
მაი
2018

ოქროს ჯილდო ბრიტანული ფესტივალიდან! – გიორგი ჭიჭინაძე Creativepool-ზე

16 მაი 2018

დიზაინერი, გიორგი ჭიჭინაძე ბრიტანეთის ყოველწლიური, ადგილობრივი ფესტივალის, Creativepool ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა Branding კატეგორიაში.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

გიორგი ჭიჭინაძე: „ფესტივალზე წარდგენილი მქონდა ბარამბოს საოჯახო ნაყინების ახალი შეფუთვები. დიზაინზე მუშაობის პროცესში ვცდილობდი, შეფუთვები ყოფილიყო ადაპტირებული ევროპულ მოთხოვნებთან. რაც შეეხება იმ ბენეფიტებს, რაც კონკურსში გამარჯვებას მოჰყვა, გამარჯვებულებს გადმოგვეცა ოქროს მედლები, ოქროს წიგნი და გარკვეული პრიორიტეტები მოგვენიჭა Creativepool-ის საიტზე. გარდა ამისა, შესაძლოა, 2019 წელს, ფესტივალის ჟიურიშიც გვიხილოთ“. Creativepool არის ბრიტანული პლატფორმა, რომელიც შემოქმედებით ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს, სააგენტოებსა თუ უბრალოდ, სფეროში მოღვაწე ადამიანებს, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, აერთიანებს. 

განხილვა