14
Jan
2020

ქუჩის ხელოვნება თბილისის სასტუმროს ინტერიერის დიზაინში – ნამუშევრები, George Gamez

14 Jan 2020

სტრიტარტი – ანუ ქუჩის ხელოვნება და გრაფიტი, საქართველოში, ინტერიერის დიზაინშიც ისეთივე აქტუალური ხდება, როგორც ის გარეთ, შენობების კედლებსა და ბეტონზე შეიძლება, იყოს.

Platforma Design Hotel – ძველ თბილისში მდებარე ახალი სასტუმროა, რომელმაც ჩვენი ყურადღება ინტერიერის დიზაინით მიიპყრო. ეს ის ადგილია, სადაც ქუჩის ხელოვნება შიგნით, ოთახებში შედის და ცნობილი ადამიანების გამოსახულებებად გარდაიქმნება. ამ ყველაფრის ავტორი კი, ქართველი მხატვარი George Gamez არის.

George Gamez: „პროექტ სასტუმრო Platfrorma-ზე ჩემი დავალება ინტერიერში კედლის მხატვრობა იყო. პროექტის კონცეფციის შემქმნელთან გადაწყვეტით, ნახატები ნომრებში, დერეფნებში, კიბის უჯრედებსა და სხვა სივრცეებში უნდა გაგვეკეთებინა.

ჩემთვის ახალი, ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო. კედელზე ხატვა, ბავშვობიდან, ჩემი სტიქიაა. ახალი და კარგი იდეები კი, კიდევ უფრო მეტი მოტივაციის წყაროა.

ნომრებში გადავწყვიტეთ, საყოველთაოდ ცნობილი პერსონაჟების ხასიათები, შეუზღუდავად წარმომავლობისა თუ მოღვაწეობის ეპოქის – თავისი პორტრეტებით გადმოგვეცა. არქიტექტურა, შენობის დეტალები თავისებური, უნიკალურია – ნახატებსაც, შევეცადე, ახლებური სტილი ჰქონოდა, რაც ამ მთლიანობას ორგანულად მოერგებოდა.

ქუჩის ხელოვნება – სტრიტარტი განვითარების ახალ საფუხერზეა, მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. მრავალფეროვანია, როგორც სტილით, ასევე იდეებით. განწყობა, რომელსაც ის ქმნის, ბევრისთვის მისაღები და სასიამოვნოა, ამიტომაც, უფრო ხშირად ვლინდება სხვადასხვა ფორმებში, მათ შორის, ინტერიერის გაფორმებისთვის. ხელოვნება შეუზღუდავია“.

ნახეთ და თავად შეაფასეთ ინტერიერის დიზაინის ორიგინალური გადაწყვეტა:

განხილვა