in

მეორე მსოფლიო ომის სიმბოლო, მეზღვაური ჯორჯ მენდოზა გარდაიცვალა 

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეზღვაური ჯორჯ მენდოზა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 1945 წლის 14 აგვისტოს, იაპონიაზე გამარჯვების აღსანიშნავად, Times Square-ზე უცნობ მედდას აკოცა. ეს კადრი ფოტოგრაფმა ალფრედ ეიზენშტადტმა გადაიღო. ფოტო მეორე მსოფლიო ომისა და ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მედდა გრეტა ზიმმერ ფრიდმანი იყო და მას ჯორჯ მენდოზა, მანამდე არასოდეს ენახა. თავად ფრიდმანი 2016 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

წყარო: BBC

“შევროლემ” ყველაზე გრძელი ბანერი შექმნა

Welcome on Board! და რა როლი გაქვს გუნდში?