ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU თანაორგანიზებით, ADOBE-ის დიზაინის რეგიონური კონკურსის გამარჯვებულმა, მარიამ ბაღათურიამ ADOBE-ის გრაფიკული დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. შეჯიბრის თემა ასეთი იყო: “Refugees Welcome – Always”.
ADOBE-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კერძოდ კი ფლორიდაში, ჩატარდა. ქართველ ფინალისტებთან ერთად, ჩემპიონატში მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შედეგად, 10 საუკეთესო მონაწილე შეირჩა.
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობამდე კი რეგიონური კონკურსი გაიმართა თბილისში, BTU-სა და IT Academy Step Georgia პარტნიორობის ფარგლებში, 13-23 წლამდე ასაკობროვ კატეგორიაში.
„Adobe Certified Professional World Championship“ არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და ახალი თაობის დიზაინერების აღმოჩენაა.
ორგანიზატორები: BTU და IT Academy Step Georgia;
პროექტის გენერალური მხარდამჭერი: TBC – თიბისი;
მხარდამჭერები: GITA • Tech Park, Marketer.ge ACAG, CG Georgia;
ტექნოლოგიური პარტნიორი: Lenovo Georgia
[R]