14 ოქტომბერს 11:00-ზე საქართველოში იაპონური მენეჯმენტის ცენტრი – GAAS (“Georgia AOTS Alumni Society” – „საზღვარგარეთთან ტექნიკური თანამშრომლობის ასოციაციის კურსდამთავრებულთა საზოგადოება საქართველო“) იხსნება.
„იაპონიამ, მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ მენეჯმენტის სტანდარტიზებული მიდგომების დანერგვით შეძლო, სულ რაღაც 35 წელიწადში გამხდარიყო მსოფლიოში მე-3 მოწინავე ეკონომიკა. იაპონურმა წარმატებამ დიდი მოწონება დაიმსახურა მთელ მსოფლიოში და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ხდება ამ მიდგომის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზნით დაფუძნდა 1959 წელს AOTS იაპონიაში – საზღვარგარეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ასოციაცია, რომლის წარმომადგენლობაც იხსნება საქართველოში“.
AOTS-ს აქვს 73 საზოგადოება (წარმომადგენლობა) მსოფლიოს 43 ქვეყანასა თუ რეგიონში, მათ შორის, უკვე საქართველოშიც. ისინი ორგანიზებას უწევენ სემინარებს იაპონური მენეჯმენტის შესახებ. ასევე – იაპონურ ეკონომიკასა და კულტურასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ამასთანავე, ხელს უწყობენ მშობლიური ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას.
„იაპონური მენეჯმენტის ცენტრი – GAAS გახსნის ცერემონიალი და იაპონელ ექსპერტთა ვებინარი: ხარჯების შემცირების გასაღები შედგება, ელექტრონულად, 14 ოქტომბერს, 11:00-12:30 საათზე, „ონლაინ“ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით. იხილეთ ღონისძიებაზე რეგისტრაციის ბმული“.
ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ Facebook გვერდზე.
[R]











