საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდეს. ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ თემაზე, 2 ქვეყანას შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

„მიუხედავად „ბრექსიტის“ სირთულეებისა, ქართულ – ბრიტანული ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა. საქართველო – დიდი ბრიტანეთი უკვე აქტიურად თანამშრომლობს, რომ „ბრექსიტით“ განპირობებული გამოწვევა ახალ შესაძლებლობად გადავაქციოთ. ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებას, დიდ ბრიტანეთთან“, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.













