in

აჩვენე უცხოელ მეგობრებს, როგორი მასპინძლობა ვიცით – “გააგზავნე საქართველო ფოსტით”

ჩაკეტილმა საზღვრებმა, ბოლო თვეებში, ჩვენი მეგობრული ხასიათისა და სტუმართმოყვარეობის გაზიარების დაუცხრომელი წყურვილი ვერ შეანელა. მაგრამ რა ვქნათ მათ, ვინც ცოტა არ იყოს, მოვიწყინეთ და მოსაყოლიც ბევრი დაგვიგროვდა? საქართველოს ფოსტამ, სააგენტო Redberry-სთან ერთად, წამოიწყო კამპანია და ახლა უკვე, ყველას შეგვიძლია, “ჩვენი წილი საქართველო” ფოსტით გავუგზავნოთ ნებისმიერ ადრესატს, მსოფლიოს გარშემო. კამპანიასაც ასე ჰქვია – “გააგზავნე საქართველო ფოსტით”. კამპანიის ფარგლებში, პირველი პოსტერი უკვე გავრცელდა და პლატფორმა georgiabypost.com-ც ამუშავდა. დეტალებზე, “რედბერის” ქოფირაითერი, ანანო გაბუნია გვესაუბრა.

 

M: რა იყო სააგენტოს დავალება და როგორ მიხვედით მის ამგვარ გადაწყვეტამდე?

საქართველოს ფოსტის ბრენდის ცნობადობის ზრდის ბრიFის ფარგლებში, მივედით შემდგომ გადაწყვეტილებადე: ქართველები რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობით ვართ ცნობილი, ეს ყველამ კარგად ვიცით. თუმცა დღეს, როცა პანდემიამ მსოფლიოს საზღვრების ჩაკეტვა აიძულა, სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. შესაბამისად, ვერც ჩვენი ლეგენდარული მასპინძლობით ვიწონებთ თავს და ვეღარც ჩვენი პატარა ქვეყანის დაუჯერებელ ისტორიით, ბუნებით, სამზარეულოთი და ბევრი სხვა რამით ვცდილობთ ჩამოსული ტურისტების გაოცებას.

მოკლედ, ცოტა არ იყოს, მოვიწყინეთ და მოსაყოლ-საჩვენებელიც დაგვიგროვდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ფოსტის უშუალო საქმიანობიდან და “უსაზღვრო” შესაძლებლობიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო გამოსავალს მივიგენით ,,გააგზავნე საქართველო ფოსტით!” .

M: როგორია კამპანიის მუშაობის მექანიზმი?

შევქმენით პლატფორმა georgiabypost.com სადაც საქართველოთი დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხოელები პატარა ვიდეოებს ტვირთავენ და ჩვენ, სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს, გვიყვებიან ყველაზე მეტად რა უყვართ, აინტერესებთ თუ ენატრებათ ჩვენს ქვეყანაში.

შენ გაქვს უნიკალური შესაძლებლობა გაუგზავნო საქართველო მათ, ვინც ჩამოსვლას ვერ ახერხებს – მოუსმინე საქართველოს უცხოელ მეგობრებს და აჩვენე, როგორი მასპინძლობა ვიცით.

შედი პლატფორმაზე – georgiabypost.com, გაეცანი ადრესატებს, მოუსმინე მათ ამბებს, აარჩიე რომელიმე მათგანი და მოიფიქრე, როგორ ჩაატევ შენს პირად საქართველოს ერთ ამანათში.

შენს ,,პატარა საქართველოს” ადრესატი ფოსტის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღებს. დროა, დავუმტკიცოთ სამყაროს რომ ჩვენი მასპინძლობა საზღვრებსაც კი სცდება კამპანიას მრავალი ცოცხალი ისტორით და ლამაზი ვიზუალებით შეხვდებით ფესბუქზე, ინსტაგრამზე, ტვიტერზე და ჩვენი მედია პარტნიორის spent your summer in georgia-ს არხებში.

შეუკვეთე Glovo-ზე Visa ბარათით და დაიბრუნე მიტანის საფასური

“კეთილი და პატიოსანი” სასმლის ვიზუალური კონცეფცია, რომელზეც Holy Motors-მა იმუშავა