in

Georgia Capital-მა „ალავერდი“, დაახლოებით, $2 მილიონად იყიდა

საინვესტიციო ჰოლდინგმა „საქართველოს კაპიტალი“ ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ალავერდის“ 100%-იანი წილი იყიდა. შეთანხმების მიხედვით, ერთ წელიწადში, ღვინის წარმოება, სამჯერ უნდა გაიზარდოს და თუ ახლა 9.4 მილიონი ბოთლია, 28.4 გახდება.

bog
bog-mob

როგორც კომპანიაში ამბობენ, „ალავერდი“ კახეთში, 244 ჰექტარ ვენახებს ფლობს და ყურძნის დიდი ნაწილისგან ღვინო „საფერავი“ მზადდება. მასვე ეკუთნის, დამატებით, 135 ჰა მიწა, რაზეც ვენახები გაშენდება.

GBC-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება $1.8 მილიონია. აქედან, $200 000-ს კომპანიის მფლობელი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ 2019 წლის მოსავალი 1500 ტონაზე მეტი იქნება.

„ალავერდი“, ალკოჰოლური სასმელების პირველი კომპანია არ არის, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა“/Georgia Capital-მა იყიდა. რამდენიმე თვის წინ, ამავე საინვესტიციო ჯგუფში შემავალმა „თელიანი ველმა“ ბრენდი „ქინძმარაულის მარანი“ შეიძინა.

„ჩვენს ხმას დიდი ძალა აქვს“ – Nike ორსული სპორტსმენების მიმართ პოლიტიკას ცვლის

რობოტი KiKi მათთვის, ვისაც არ შეუძლია, შინაური ცხოველი ჰყავდეს