როგორც „საქართველოს კაპიტალის“ წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, 2019 წლის დეკემბრიდან, ჰოლდინგის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი ცნობილი შეფ-მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის პარტნიორია. პარტნიორობა 50%-იან წილს მოიცავს, ხოლო გარიგების მთლიანი ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელი Georgia Capital-ისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი შენაძენების წელი იყო. თუ ჩავთვლით სარეკლამო სააგენტო Redberry-სთან, „მწვანე სკოლასთან“ და „ბაქსვუდთან“, ასევე, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“, ქართლის ქარის ელექტროსადგურთან, თუ ლუდის ბრენდ „ყაზბეგთან“ თანამშრომლობას.













