13
Feb
2019

საქართველო საუკეთესო 19 ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

13 Feb 2019

ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა Contemporary Class Magazine საქართველო საუკეთესო 19 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. საქართველოსთან ერთად იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები, კანადა, ბულგარეთი, დანია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

“სად და რატომ უნდა ვიმოგზაუროთ 2019 წელს, ჩვენ შევარჩინეთ ის ქვეყნები, სადაც წელს საიუბილეო დღესასწაულები აღინიშნება და საინტერესო ღონისძიებები იმართება. ჩვენს სიაში მოხვდნენ ახალი და ჯერ კიდევ აუთვისებელი ტურისტული მიმართულებები, სახელმწიფოები გამორჩეული კულტურით და ხელოვნებით.”- წერს სტატიის ავტორი ბეთანი სილკოქსი.

” საქართველოში მოგზაურობა ნებისმიერ დროს არის კარგი. მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულია. გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას “Gentleman Jack”-ს გადაიღებს, ფილმი მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ბრიტანელ მოგზაურს ენ ლისტერს ეძღვნება, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა და ქუთაისში გარდაიცვალა.”

სტატიის ავტორი აღწერს თბილისს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს.

“წელს თქვენი მოგზაურობა შეგიძლიათ თბილისის მოდის კვირეულს დაამთხვიოთ, რომელიც აპრილსა და ოქტომბერში იმართება. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს, ღონისძიება ივლისშია დაგეგმილი. ოქტომბერში კი დაესწროთ ცნობილი ბრიტანელი მრბოლელის, ფორმულა 1-ის ქალი-პილოტის ზოი უითექერის შოუს, რომელიც ბათუმიდან ბაქომდე კლასიკური ავტომობილების რალს გამართავს.” წერს Contemporary Class Magazine-ის ჟურნალისტი.

ჟურნალის მეორე სტატია კი დაბა სტეფანწმინდას ეძღვნება.

განხილვა