in

ღვინის საერთაშორისო კონკურსი თბილისში

7-9 ნოემბერს, თბილისში ღვინის საერთაშორისო კონკურსი – „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიმართება. მისი მიზანი, ქართული ღვინის პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და მსოფლიო ბაზარზე რეალიზების ხელშეწყობაა (სარეგისტრაციო ფორმა).

BOG
BOG

ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საერთაშორისო წარმომადგენლები: მსოფლიოს ცნობილი დეგუსტატორები და სომელიეები, უცხოელი ჟურნალისტები. საქართველოს ენოლოგთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგები ამერიკულ ჟურნალ “Wine spectator-ს” გადაეგზავნება. ჟურნალი, ყოველწლიურად, ალკოჰოლური სასმელებისა და კონკრეტულად, ღვინის ას საუკეთესო სახეობას ასახელებს.

საკონკურსო ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები კონკურსზე შემდეგ კატეგორიებად დაიყოფა:
1. თეთრი ღვინოები, ქვევრის ღვინოები;
2. ვარდისფერი და წითელი ღვინოები;
3. თეთრი, ვარდისფერი და წითელი ცქრიალა ღვინოები;
4. არომატიზირებული ღვინოები;
5. ალკოჰოლური სასმელები: ბრენდი, კონიაკი, არაყი, ბალზამი და ლიქიორი.

პროექტის მხარდამჭერები არიან: „ღვინის ეროვნული სააგენტო“ და „ქართული ღვინის ასოციაცია“.

ემოციური დახვედრები აეროპორტში

ძაღლები სტრესის წინააღმდეგ