in

როგორ არის წარმოდგენილი საქართველო Cannes Lions-ზე?

დღეს, საფრანგეთის ქალაქ კანში ოფიციალურად იწყება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კრეატიული ფესტივალი Cannes Lions International Festival of Creativity, რომელიც უკვე 73 წელია გლობალური სარეკლამო, მარკეტინგული და შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარ მოვლენას წარმოადგენს. წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან ათასობით დელეგატი დაესწრება. მათ შორის კი საქართველოც საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობით არის წარმოდგენილი: 50 დელეგატი, 5 ნამუშევარი, 12 ახალგაზრდა კონკურსანტი და 1 სტუდენტი.

საქართველო Cannes Lions 2026-ზე

დელეგატებს შორის არიან კრეატიული სააგენტოების, მარკეტინგული კომპანიების, მედიის, ბრენდებისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.

ქართული ნამუშევრები Cannes Lions 2026-ზე

წელს, საერთაშორისო ჟიურის ყურადღება ამ ქართულ ნამუშევრებს ერგო.

Birds Never Forget To Fly

Playmakers / PSP

კამპანია მოხვდა რამდენიმე პრესტიჟულ კატეგორიაში, მათ შორის:

  • Titanium Lions
  • Glass: The Lion for Change
  • Film Lions
  • Creative Strategy

ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი ქართული ნამუშევარია წლევანდელ ფესტივალზე.

Whisper of Georgia

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA)

კატეგორია: Film Lions

Accused of Truth

Supermarket / Batumelebi / Netgazeti

კატეგორია:

  • Design Lions
  • Publications & Editorial Design

What Does It Take To Win?

Advan Production / Rkena

კატეგორია

  • Entertainment Lions for Sport

Fear Is Not Festive

Papers Kartuli

კატეგორია:

  • Entertainment Lions for Sport

აღსანიშნავია, რომ ქართულმა ნამუშევრებმა წელს როგორც კომერციულ, ისე სოციალურ, კულტურულ და მედია მიმართულებებში მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება.

12 ქართველი Young Lions-ის კონკურსზე

Cannes Lions-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი Young Lions Competition-ია – მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდა კრეატორებისთვის.

წელს, საქართველოდან 12 მონაწილე გაემგზავრა, რომლებიც ექვს კატეგორიაში იასპარეზებენ:

  • Print
  • PR
  • Film
  • Marketers
  • Digital
  • Design

Young Lions-ის კონკურსი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 27 ივნისს გამოვლინდებიან.

რა არის მთავარი კითხვა?

ბოლო წლებში ქართული კრეატიული ინდუსტრია საერთაშორისო ფესტივალებზე სულ უფრო აქტიურად ჩნდება. თუ ადრე საქართველოს წარმომადგენლობა რამდენიმე დელეგატით შემოიფარგლებოდა, დღეს კანში უკვე ათეულობით ქართველი პროფესიონალი, რამდენიმე სააგენტო, ბრენდი და შორთლისტირებული ნამუშევარია წარმოდგენილი.

თუმცა მთავარი კითხვა უცვლელია:

მოახერხებს თუ არა საქართველო წელს Cannes Lions-ის ჯილდოს მოპოვებას?

პასუხს მომდევნო რამდენიმე დღეში გავიგებთ.

Marketer.ge მთელი კვირის განმავლობაში კანიდან მოგაწვდით სიახლეებს, ინტერვიუებს, Young Lions-ის შედეგებს, ქართული ნამუშევრების ისტორიებსა და Cannes Lions 2026-ის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს.

ლიანა სირაძე თიბისის ახალი თაობის სეგმენტის ლიდია – რა სიახლეებს გეგმავს ბანკი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები