Advertwise & Mr.Wolf-მა საქართველოსა და ევროპის მჭიდრო ურთიერთკავშირის ხაზგასასმელად, ვიდეორგოლი შექმნა. სააგენტოების Advertwise და Mr.Wolf ტანდემი META Agency-ის ბრენდის სახელის ქვეშ მალე ოფიციალურად მოექცევა. ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ინიციატივით შეიქმნა კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში.
„ეს ქვეყანა შენია“ საზოგადოებრივი კამპანიაა, რომლის მიზანიც სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდაა. კამპანია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. „საქართველო ევროპაა“ – ასე იწყება ვიდეორგოლი, რომლის მთავარი მესიჯიც ამ სიტყვებშივეა: საქართველოს არ სჭირდება მცდელობა, რომ გახდეს ევროპა. საქართველო თავად არის ევროპა.
Credits:
Client: Civil Society Institute (CSI)
Agency: META Agency (Advertwise & Mr. Wolf)
Creative Concept: Givi Kemoklidze
Copywriter: Givi Kemoklidze
Art Director: Ani Korkia
Collage Artist: Mariam Katcharava
Account Manager: Levan Kokolishvili
Music: Amiran Chagalidze
Sound Engineering: Giorgi Lagidze
Animation: Ping Pong Studio