in

საქართველო CNN-ზე – ტურიზმის ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანია 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტელეკომპანია CNN-ზე სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის, ასევე ზამთრის სეზონს. როგორც თავად ამბობენ, კომუნიკაცია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. მაშინ, როდესაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო,  ტურისტების მოსაზიდად, სოციალური კამპანია დაიწყო, რამდენიმე დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება, ამერიკულ მედიასაშუალებაში ვიდეორგოლების განთავსებაზე, დამატებითი შესაძლებლობა იქნება, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს არხის გადამღები ჯგუფი ეწვევა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება. საქარველოს ტურისტულ პოტენციალს CNN  თემატურ კვირეულს მიუძღვნის. მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ. საქართველოს რეკლამა CNN-ის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება“.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ CNN Travel-ზე  თემატური გვერდი მომზადდება. ვებ-გვერდებზე: CNN.com, CNNInternational.com, CNNBusiness.com, Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ სარეკლამო  ბანერები. CNN-ის სოციალურ მედია პლატფორმაზე Great Big Story კი – საქართველოს შესახებ მომზადებული 2 რეპორტაჟი სათაურით Take Me There

„ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშულებაში CNN. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წლის ბოლომდე გაგრძელდება კამპანია, რომელიც საქართველოს ცნობადობას გაზრდის. ჩვენ ჩამოვიყვანთ CNN-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც მოამზადებს 5 რეპორტაჟს საქართველოს შესახებ. ზოგადად ეს კამპანია მოიცავს როგორც ტელევიზიას, ასევე სოციალურ ქსელებს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

რისი გაკეთება შეგვიძლია ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად. მზა იდეები, რომლებიც შეგიძლიათ უბრალოდ განახორციელოთ:

რობოტი იხვი, რომელიც ბრინჯის პლანტაციებს სარეველებისგან ასუფთავებს