in

საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაზე “SIRHA 2021” წარდგება

მსოფლიო გასტრონომიული კონკურს “BOCUSE D’OR”-ის გრანდიოზული ფინალი და საერთაშორისო გასტრონომიული გამოფენა სექტემბრის ბოლოს გაიმართება

ქართველი შეფმზარეულები და გასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენლები, საფრანგეთში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა “Sirha 2021“-ში მიიღებენ მონაწილეობას.

საფრანგეთში გასტრონომიული კონკურსი “Bocuse-d’Or“ (87 კონკურსანტი ქვეყნიდან ფინალურ შეჯიბრში 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს) და მის პარალელურად მიმდინარე გრანდიოზული გამოფენა “სირჰა“ 23-27 სექტემბერს გაიმართება.

„საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარდგება. ჩვენს ქვეყანაში ქვევრის, თიხის ჭურჭლისა და კეცის წარმოება უძველესი არტეფაქტებით დასტურდება. საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გამოფენაზე ათიათასობით სტუმარს საშუალება ექნება, გაეცნოს ქართულ პროდუქტებს“.

ქართველი შეფმზარეულები და გასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენლები გამოფენაში „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ (Gastronomic Association of Georgia) ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.

2019 წელს, საქართველო BOCUSE D’OR-ის ოჯახის წევრი ოფიციალურად გახდა BOCUSE D’OR Georgia) და პროექტ “Georgia – The Art of Feast – საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნებას“ ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე „სირჰა 2019“ წარდგა.

 

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს? – ინტერვიუ შალვა ამონაშვილთან

„ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“ – Mymarket-ის, CG Georgia-სა და Tabito-ს „ჩელენჯი“