in ,

Georgia To See – ინგლისურენოვანი ჟურნალი და გზამკვლევი ტურისტებისთვის

Startauperi
Startauperi

coverქართულ ბეჭდურ მედიაში საინტერესო სიახლეა. რედაქცია #3-მა გამოსცა ინგლისურენოვანი ჟურნალი, გზამკვლევი   Georgia To See.

ჟურნალი ტურისტებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც სასურველი სამოგზაურო დანიშნულების ადგილის, პოპულარიზაციას.

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალის დამფუძნებელ ქეთა ლომიძესთან.

M: რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალის Georgia to See გამოცემა?

რედაქცია #3-ის ორი  წარმატებული პროექტის (კულინART და XII) შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ინგლისურენოვანი ჟურნალი, გზამკვლევი  “Georgia To See” საქართველოში ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის. ჟურნალის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს საქართველო, როგორც ტურისტულად მომხიბვლელი თანამედროვე ქვეყანა, მდიდარი კულტურითა და წარსულით.

სარედაქციო ჯგუფი ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ინფორმაცია იყოს ეკლექტური, ამომწურავი და ყველა ტიპის სტუმრისთვის საინტერესო.

georgia to see batumiM: როგორია ტირაჟი? რა ინტერვალით გამოიცემა? 

ჟურნალის ტირაჟი 10000-ია და გამოდის 3 თვეში ერთხელ.

M: სად გავრცელდება Georgia to See ?

Georgia to See ვრცელდება ყველა დიდ სასტუმროში, აეროპორტში, რესტორნებში, ტურიზმის საინფორმაციო პუნქტებში, საელჩოებში და ა.შ.

Georgia to seeM: რა თემები და რუბრიკებია ჟურნალში? 

ჟურნალში თავმოყრილია ყველა ასაკისა და ინტერესის მკითხველისთვის საჭირო ინფორმაცია.

რუბრიკა „5 ადგილი“, წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ გზამკვლევს, რომელშიც წარმატებული და საინტერესო ქართველი შემოქმედები, თავიანთი საყვარელი ადგილების შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას და ჩამოსულ ტურისტებსა და ვიზიტორებს უზიარებენ.

ჩვენ ვბეჭდავთ წარმატებული ქართველების პროფილებს, სადაც როგორც XX საუკუნის, ასევე თანამედროვე ადამიანებზე ვაკეთებთ ფოკუსს.

Georgia To See მკითხველს სთავაზობს პოსტსაბჭოთა არქიტექტურის ყველაზე საინტერესო ძეგლების ფოტოპროექტსა და კვლევას.

Georgia To see1გვაქვს კაფეების, კლუბების, რესტორნების, მუზეუმების ჩამონათვალი.

მიმოვიხილავთ კულინარიას. ვმოგზაურობთ სეზონის გათვალისწინებით – მაგალითად, მთიანი აჭარა და ზღვის სანაპირო ზოლი. სვანეთი. თუშეთი.

ჩვენთან ნახავთ პრაქტიკულ ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რა არის ტაქსის რეალური ტარიფი დედაქალაში; როგორები არიან ქართველები; რა არის მათი ყოველდღიურობის და ტემპერამენტის განმსაზღვრელი მთავარი დეტალები.

Georgia To See – იქნება მედიატორი საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ კიდევ არ იციან ჩვენი ქვეყნის შესახებ, ან პირიქით, იციან, მაგრამ ამჯერად ბევრ ახალს აღმოაჩენენ.

ყდის ავტორი :გრეგორი რეჯინი

მოდელი: თაკო ნაცვლიშვილი



განახლებული საირმის წყაროს წყალი “ნაკადული”

კონკურენტი ბრენდები შეცვლილი ლოგოებით