in

Georgia Today-ს რებრენდინგი 15 წლის შემდეგ!

გიორგი შარაშიძე“საქართველოს ევროპულობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მკითხველის ბეჭდვითი მედიის მიმართ დამოკიდებულებაა…”- ეს სიტყვები გაზეთის Georgia Today გამომცემელსა და გენერალურ მენეჯერს გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის.ბეჭდვითი მედიის მიმართ დამოკიდებულებაში ის გაზეთის კითხვის კულტურას გულისხმობდა. ბაზარზე მაღალი დონის გაზეთების არსებობა მკითხველთა დაინტერესების წინაპირობაა.

BOG
BOG

დაარსებიდან 15 წლის შემდეგ, Georgia Today-ს ჯგუფში რებრენდინგი დაიგეგმა და განხორციელდა. ცვლილებას კომპანიაში ბიზნესის ციკლის გარდაუვალ ნაბიჯად მიიჩნევენ.

georgia-today-rebranding

მედია უფრო და უფრო დინამიური ხდება, შესამჩნევი ცვლილებებია გლობალურ ბაზარზე, შესაბამისად, Georgia Today-ს ჯგუფში გადაწყვიტეს, რომ მზად არიან დააკმაყოფილონ ევროპული, თანამედროვე საგაზეთო ინდუსტრიის მოთხოვნები. ამისათვის, მათ ირლანდიელ სპეციალისტთან Kevin Loftus-თან თანამშრომლობა გადაწყვიტეს, რომლის დიზაინით შექმნილი გაზეთი წელს, ვენაში გამართულ European Newspaper Congress-ზე ევროპის საუკეთესო ლოკალურ გაზეთად დასახელდა. Georgia Today-ს შემთხვევაში მიზანი რაც შეიძლება ნათელი, ფერადი გამოცემის შექმნა იყო, რაც დიზაინერის აზრით მიღწეულია.

kevin

ლოგოსა და დიზაინის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა გაზეთის პერიოდულობაც. ამიერიდან Georgia Today ყოველ პარასკევს და Georgia Today/Business ყოველ სამშაბათს გამოვა. ახალი უფრო მკაფიო ლოგო, შეცვლილი ფონტები და ფერადი გვერდები პროექტის ავტორების მტკიცებით მკითხველისთვის კითხვის პროცესს უფრო სასიამოვნოდ აქცევს.

გამომცემლობის გენერალური მენეჯერის გიორგი შარაშიძის განცხადებით არ იცვლება გაზეთის შინაარსობრივი ნაწილი და ხარისხი- ობიექტური ანალიზი, გადამოწმებული ინფორმაცია და მონაცემები, მრავალფეროვანი, განსხვავებული და ხშირად ექსკლუზიური მასალები, თუმცა Georgia Today/Business მკითხველებს ბიზნესისა და ეკონომიკის ექსკლუზიურ ანალიზს შესთავაზბს ისეთი მსხვილი კომპანიებისგან, როგორებიცაა ISET და Galt & Taggart.

ძვირფასო ძმაო! – სტუდენტების მომზადებული რეკლამა Johnnie Walker-ს

“Guerlain”-ის ლიმიტირებული სამი არომატი