რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება, 20 სექტემებრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, იაპონიაში გაიმართება. თიბისი ბანკის ინიციატივით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეიქმნა საქართველოს ბრენდინგი. როგორც არტ დირექტორი, გიორგი ქვლივიძე განმარტავს, კონცეფციის თანახმად, მთავარი სიმბოლიკა არის ეროვნული დროშა, რომლის დინამიკური ვიზუალი რაგბის შერკინებასთან ასოცირდება. მთავარი გზავნილიც ასეთია – #შეერკინემსოფლიოს. ვიზუალურ სტილზე, სააგენტო HOLMES&WATSON-მა იმუშავა.
„გამომდინარე იქიდან, რომ წელს მსოფლიოს იაპონია მასპინძლობს, ვიზულური სტილის გადაწყვეტაში სწორად იაპონური მოტივებისკენ წავედით. სტილისტურად დროშა იაპონური იეროგლიფის ხასიათს ატარებს. ასევე, სპეციალურად შევქმენით ტიპოგრაფია, რომელიც ერთ-ერთ წამყვან ელემენტს წარმოადგენს მთლიან ბრენდინგში“ – ამბობს პროექტის დიზაინერი მარიამ საშა.
„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სიმბოლიკის დონეზე სამი ძირითადი გზავნილი იყო გასათვალისწინებელი: საქართველო (როგორც მონაწილე ქვეყანა), შერკინება (როგორც თამაშის მნიშვნელოვანი კომპონენტი) და იაპონია (როგორც, მასპინძელი ქვეყანა), შესაბამისად მივიღეთ იაპონური ესთეტიკის, შერკინების დინამიკის და საქართველოს დროშის სინთეზი.“ – კოკა ქამუშაძე, თიბისის კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი.
მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლიკით გაფორმებული თიბისი ბანკის ბარათები უკვე გამოჩნდა ბაზარზე. ასევე, ბრენდინგს, ეტაპობრივად ვიხილავთ სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით.
Credits
Client: TBC
Agency: HOLMES&WATSON
Art Director: Giorgi Kvlividze
Designer: Maryam Sasha
Account Executive: Keta Kavlashvili