ფონტების გაციფრულების კონკურსის, „ქართული ა“ გამარჯვებულები ცნობილია. ჟიურიმ, 8 სხვადასხვა ნომინაციაში, პირველი და მეორე ადგილის მფლობელები დააჯილდოვა.


ერთ კონკურსანტს, თითო კატეგორიაში, მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო. თუმცა, შეზღუდულები არ იყვნენ, ნამუშევრები სხვა კატეგორიაშიც შეექმნათ. „დრაფტის მიხედვით“, მათ შრიფტ(ებ)ის სახით, ქართული ანაბანის 33 ასო უნდა წარმოედგინათ.


კონკურსზე, წელს, დიზაინერებმა, 200-მდე ნამუშევარი დაარეგისტრირეს. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ – პირველი ადგილი 2000 ლარი, მეორე ადგილი – 1000 ლარი.


კონკურსი „ქართული ა“ რამდენიმე წელია ტარდება და მთავარი მიზანია ქართული შრიფტები უფრო მრავალფეროვანი გახდეს, შემდეგ კი ფონტებად იქცეს.


კონკურსი პროექტის #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება, იდეა კი დიზაინერ ზვიად ციკოლიას ეკუთვნის.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ შრიფტების გაციფრულება უახლოეს მომავალში დაიწყება. შემდეგ კი მათი გადმოწერა და სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.