in

ქართული სააგენტოების ნამუშევრები Epica Awards-ის შორთლისთში მოხვდა

Epica Awards მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სფეროს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი დაჯილდოებაა. ის პირველად 1987 წელს ჩატარდა და დღესდღეობით, 60 ქვეყნის წამყვანი გამოცემების 200 რედაქტორს აერთიანებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სააგენტოებს, დიზაინ სტუდიებს, ფროდაქშენ კომპანიებს, ციფრულ მარკეტერებს და საკომუნიკაციო სფეროს, პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს. წლევანდელი Epica Awards-ის შორთლისთი ცნობილია და მასში სამი ქართული სააგენტოს ნამუშევრები მოხვდა.

Enkeny Films-ის „ზაფხულის ერთი დღე“ Direction & Cinematography კატეგორიაშია.

Leavingstone-ის „მაცოცხლებელმა წყალმა“ კატეგორია Online & Viral Films-ში დაიკავა ადგილი.

watergunz-ის „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ კატეგორია Public Interest – Gender Equity-ში მოხვდა.

ოქროსა და გრან პრის მფლობელებს ჟიური 7 დეკემბერს, ონლაინ ღონისძიებაზე დაასახელებს.
ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელების ვინაობა კი 8 დეკემბერს, Epica Awards-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

შეიძინე კურსები ფასდაკლებით upway-ის განახლებულ ვებზე

შავი პარასკევი Popmart.ge-ზე — რომელ ნივთებზე ვრცელდება უპრეცედენტო ქეშბექ აქცია?