რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში თავიანთი მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალება. ასევე “უსაფრთხოების” მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მისცეს.
როგორ პასუხობს გამოწვევას ჯორჯიან ეარვეისი:
რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შედეგად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვესი“ 2019 წლის 8 ივლისიდან, ცვლის თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს და მგზავრებს მოემსახურება
თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის მარშრუტით.
დაგეგმილია, რეგულარული 2 რეისის განხორციელება, ყოველდღიურად.
მგზავრთა მაქსიმალური კომფორტის უზრუნვსელსაყოფად, მგზავრებს არ მოუწევთ ავიახომალდის დატოვება და ბარგის გადატანა.
მგზავრებს მოემსახურება ბოინგის ტიპის ხომალდი 737-700 , რომელიც სერტიფიცირებულია იატასა და იკაოს წესების მიხედვით.










