in

ქართული წარმოების ველოსიპედები გაზაფხულიდან გაიყიდება

ქართული წარმოების ველოსიპედი, საცალო ბაზარზე, 2019 წლის აპრილიდან გამოჩნდება. პროდუქციას Georgian bicycle Group დაამზადებს.

კომპანიის ხელმძღვანელი ბექა კიკნაველიძე გამოცემა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ რეალიზაცია „ონლაინ“ პლატფორმის მეშვეობითაც მოხდება, უახლოეს მომავალში კი საწარმოს, ლაბორატორიის და შოუ-რუმის ერთ სივრცეში გაერთიანება იგეგმება. Georgian bicycle Group-ის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება პროდუქცია. ამბობს, რომ სახელს, ბრენდინგ პლატფორმის დასრულებისთანავე შეარჩევენ.

ქართული წარმოების ველოსიპედი 800-დან 2500 ლარამდე ეღირება. ბექა კიკნაველიძის თქმით, 2020 წლისთვის ქართული ველოსიპედი ფინეთში, ბელგიასა და თურქეთში გაიყიდება.

Huawei P30 flagship-ის პრეზენტაციის თარიღი ცნობილია

25 სამოტივაციო გამონათქვამი ოპრა უინფრისგან