23
Jul
2018

„ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ – კონცერტები, რომლებიც აგვისტოს განმავლობაში გაიმართება

23 Jul 2018

„ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ – ამ ეგიდით, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 2018 წლის 4-28 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე გაიმართება 5 კონცერტი, სადაც ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.

 

4 აგვისტო, გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“. მისი პრემიერა 2017 წელს შედგა, აშშ-ში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში, სფეის შიგტ ლაბში, შემდეგ კი პეკინში. ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმართულებების სინთეზს შეხვდება მსმენელი. ამ პროექტით, უცხოელები გაიცნობენ თანამედროვე ქართულ კულტურასა და წარსულსაც. გიორგი მიქაძესთან ერთად, საღამოზე ოლ სტარ ბენდი აშშ-დან და ანსამბლი “ბასიანი” იმონაწილევებენ.

11 აგვისტოს, ქართულ ზაფხულს არენაზე გააგრძელებს ანსამბლ “შვიდკაცას” 20 წლის იუბილე. ანსამბლი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება მაყურებლისთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერების გაორკესტრებული ვერსიებით. საღამოს სპეციალური სტუმარია რვა „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი Take 6, რომელიც საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, ქართულ სიმღერასაც ამზადებს მსმენელისთვის.

16 აგვისტოს, არენას სცენას დაიკავებს ქართული ესტრადის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე და გაიმართება მისი შემოქმედებითი საღამო. ღონისძიების განსაკუთრებული მონაწილეა, „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი, რომელიც რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს, მათ შორის, ქ-ნ ნანისთან ერთად. საღამოს მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი.

24 აგვისტო, 20 წელი „სახესთან“ ერთად. ჯგუფ „სახეს“ სოლო კონცერტი, ნოსტალგიური მელოდიები ახლო წარსულიდან და ახალო ჰიტები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის იქმნება. ახალი ალბომის პრეზენტაცია სახის ახლად შექმნილი ბენდის, მოცეკვავეებისა და სახის სტუდიის უნიჭიერეს მომღერლებთან ერთად. სპეციალური სტუმარი, „ფოეთრი ენ მოუშენის“ წევრი, მაიკლ უილიამსი.

28 აგვისტო, პირველად, არენას სცენაზე, ქართული მიუზიკლი, „ჩხიკვთა ქორწილი“, ანსამბლისგან, „ივერია“. ალექსანდრე ბასილაიას უკვდავი მელოდები, მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა, ღონისძიება, რომელიც საქართველოში 800-ჯერ ჩატარდა, განახლებული მონაწილეებითა და ნაცნობი კომპოზიციების საინტერესო ვერსიებით.

ქართულ ზაფხულს არენაზე, „ბლექ სი არენასთან“ ერთად, წარმოგიდგენთ, „ჩექ ინ ჯორჯია“.

ყველა კონცერტი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს!

გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“

მედია პარტნიორები: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „O.K.“, ტელეკომპანია „იმედი“, marketer.ge, ambebi.ge

[R]

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] ამიტომ, გადავწყვიტეთ აგვისტოში რამდენიმე კოლაბორაციული პროექტის განხორციელება. გარდა ამისა, 23 […]