in

“8000 მოსავალში” ქართული ყველისა და ღვინის საღამო გაიმართა

„8000 მოსავალში“ ქართული ყველისა და ღვინის საღამო გაიმართა. ღონისძიება „ქართული რძის ნიშნის“ ორგანიზებით ჩატარდა.

BOG
BOG

სტუმრებმა, ქართულ ღვინოსთან ერთად, სხვადასხვა საწარმოს ნედლ რძეზე დამზადებული „ქართული რძის“ ნიშნის ქვეშ გაერთიანებული 13 სახეობის ყველი დააგემოვნეს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ნიშნის ქვეშ წარმოებული ყველი არ შეიცავს რძის ფხვნილს ან სხვა მცენარეულ ცხიმებს და დანამატებს, გავლილი აქვს ლაბორატორიული ანალიზი და წარმოებულია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით.

საღამოს წამყვანმა სომელიე ზაზა გრიგალაშვილმა ქართული ყველისა და ღვინის შეხამებაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, მერსი ქორის პროექტის „კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP)“, „ქართული რძის ნიშნის“ პროექტის ადმინისტრაციის „საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის’,’ მარკეტინგული კომპანია GMA-ს, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და „ქართული რძის ნიშნის“ მფლობელი მეწარმეები.

ლევან დავითაშვილმა, ღონისძიებაზე, დარგის მიღწევებზე და რძის ინდუსტრიის განვითარებაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ქართული რძის ნიშანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დარგის განვითარებისა და ინდუსტრიის გაძლიერებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს  და შემდგომ აღსრულების მექანიზმებს გააძლიერებს.

„კავკასიის ალიანსების პროგრამის“ გუნდის ლიდერმა ჰელენ ბრადბერიმ ნედლი რძით წარმოებული ყველის უპირატესობებზე და იმ საწარმოების წვლილზე ისაუბრა, რომლებიც ფერმერებისგან ნედლ რძეს იბარებენ. მისი თქმით, ფერმერებისგან მიღებული რძე მიიღება ჯანმრთელი ძროხისგან, რომელიც იკვებება საძოვარზე და რძეში გადახდილი თანხა ბრუნდება ისევ თემსა და სოფელში. ეს კი ფერმერს განვითარებასა და გაძლიერებაში ეხმარება, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც უფრო აქტიურად არიან ჩართულები მეცხოველეობაში. როგორც ჰელენ ბრადბერიმ აღნიშნა, გაიზარდა იმ მომხმარებლების რიცხვიც, რომლებიც იძენენ ეტიკეტირებულ, სუფთა და უვნებელ პროდუქტს სუპერმარკეტებში,  რაც  დადებითად აისახება სექტორის განვითარებაზე.

[R]

მომხმარებლები Google-ზე და შესაბამისად, Youtube-სა და Gmail-ზე ვერ შედიან [19.12.19]

ბელუქსი – ადგილი, სადაც მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომია